დავით კაკაბაძე 130

8 მაისიდან 21 ივნისამდე თიბისი გალერეაში გაიმართება ხელოვანისა და გამომგონებლის, დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა იმართება თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით. 

დავით კაკაბაძე მეცნიერი, გამომგონებელი, მხატვარი და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია, რომლის 130 წლის იუბილეს ეძღვნება რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტი.

“დავით კაკაბაძის ფონდის მიერ წარმოდგენილი ოჯახის არქივი მოიცავს სხვადასხვა მასალას: მათ შორის ჩანახატები, დოკუმენტები, ჩანაწერები და ესკიზები. კაკაბაძის არქივის კვლევაზე დაყრდნობით, გამოფენის მიზანი ისტორიის მეთოდოლოგიურად გაშუქებაა. ამავე კვლევების უშუალო გაგრძელება კი მემკვიდრეობის მულტიმედია ხელოვნებასთან დაკავშირება და ხელოვნებაში ახალი ფორმებისა და იდეების გაჩენაა. კოლექციის მრავალფეროვნება დავით კაკაბაძეს წარმოაჩენს როგორც მკვლევარს, მეცნიერსა და ეროვნული იდენტობის მატარებელ ფიგურას” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. 

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ალბათ იმის აღმოჩენა, რომ დავით კაკაბაძე აბსოლუტურად ცდება მხატვრის არეალს და არ არის ეს მხოლოდ ესთეტიური ტკბობა. მისი შემოქმედების ისეთივე ნაწილია მეცნიერებაც და გამომგონებლობაც და ერთ სიბრტყეში აქვს მას მოქცეული თავისი მხატვრობაც და ფიზიკაც, მაგალითად.” – ნესტან კვინიკაძე 

თორმეტის სტატია დავით კაკაბაძისა და მისი შემოქმედების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – http://bit.ly/2ZT9lxH