ვიეტნამი, სკუტერი და ადგილზე მიტანის სერვისი #Photography

სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში ტრანსპორტირების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება სკუტერია. თუ ვიეტნამში ნამყოფი ხართ, გეცოდინებათ, რომ ადგილობრივების დიდი ნაწილი, სწორედ სკუტერით გადაადგილდება ქალაქში. 

ბრიტანელი ფოტოგრაფი Jon Enoch-ი ვიეტნამს პირველად 15 წლის წინ ეწვია. მისი თქმით, აღფრთოვანებული იყო იმის ნახვით, თუ რა რაოდენობის ტვირთი გადაჰქონდათ ადგილობრივებს სკუტერის მეშვეობით.

ხან ცოცხალი თევზები გადაყავთ, ხან ყვავილები, ხან კი – საკვები, ან სულაც ყინულით სავსე ტომრები. 

ჰანოი, რომლის პოპულაციაც 7.7 მილიონს შეადგენს, 5 მილიონამდე მოტოციკლს იტევს. 

საბოლოოდ, ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ამ ვიეტნამური ყოველდღიურობის ასახვა გადაწყვიტა და ადგილზე მიტანის სერვისში დასაქმებული პირები გადაიღო.