პატარა სამოთხე მინიმალიზმისა და ღვინის მოყვარულთათვის #Architecture

მშვიდი საღამოების გატარებას, წითელი, თუ თეთრი ღვინის წრუპვასა და სასიამოვნო გარემოში ყოფნას არაფერი სჯობს. განსაკუთრებით კი, თუ ამ ყველაფერს წინ დამღლელი და სტრესული კვირა უძღოდა. 

გიამბობთ პატარა სამოთხის შესახებ, რომელიც მინიმალიზმისა და ღვინის მოყვარულთათვის სულ რამდენიმე წუთში იქცევა საყვარელ და განსაკუთრებულ ადგილად.

IGNANT-Architecture-Club-Traube-001

გერმანულმა კომპანია Hippmann Architects-მა პატარა მინიმალისტური ღვინის მაღაზია ‘Club Traube’-ის (ან ინგლისურად რომ ვთქვათ Club Grape) დიზაინი გააკეთა. 

ღვინის მაღაზია სამხრეთდასავლეთ გერმანიაში, კერძოდ კი შტუტგარდში მდებარეობს. 

IGNANT-Architecture-Club-Traube-002

IGNANT-Architecture-Club-Traube-005

დღის განმავლობაში ‘Club Traube’-ში მცირე ვორკშოპები ტარდება, საღამოობით კი უკვე სტუმრები მოდიან ღვინის დასაგემოვნებლად. 

IGNANT-Architecture-Club-Traube-006

როგორც ხედავთ, დიზაინერებმა იზრუნეს, რომ ღვინის მაღაზიის ინტერიერი მინიმალისტური, სადა და მარტივი ყოფილიყო. 

შენობის მაღალი ჭერი, სივრცე და დაგეგმარება ნამდვილად იძლეოდა ამის საშუალებას.