To Do List | 17 მაისი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება.

4gb fest 2019-ის სურათის შედეგი

4GB ფესტივალი დაბრუნდა და წელს, 17, 18, 24, 25 მაისს საგურამოში იმართება. 

ფესტივალი ეძღვნება ქართველ არტისტ გიორგი ბაქანიძეს და ის 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართება. 

Image may contain: one or more people and text

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობია, ტრანსფობია და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ბასიანზე, ჰორუმში გაიმართება Horoom Night. 

“ცეკვა ჩვენი იარაღია თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის, თავისუფლებისთვის. ეს კარგად გამოჩნდა 2018 წლის 12 მაისსაც, როდესაც სისტემამ კიდევ ერთხელ სცადა ჩვენი დამორჩილება.

17 მაისს, ღამით, ვერთიანდებით BASSIANI-ის მთავარ საცეკვაო მოედანზე.”

Image may contain: outdoor

21 და 22 მაისს გაიმართება ნინო ჩაბრაძის პირველი პერსონალური გამოფენა, ‘ნინამი’ – მშვიდი ტალღა.

ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე და ჩატარდება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში. 

Mind & body connection atmospheric meditation design branding vector illustration

19 მაისს გაიმართება იოგას სახლში მედიტაციის პრაქტიკული გაკვეთილები თეორიასთან ერთად.

• რა არის სწორი მედიტაცია?
• შესაძლებელია თუ არა მედიტაციის მეშვეობით ადამიანი საკუთარ ბუნებაზე გაბატონდეს?
• მედიტაცია საშუალებაა თავად, თუ მიზანს თავისთავში მოიაზრებს?

“არსებობს მედიტაციის ტიპი, რომელიც კითხვის დასმას და შემდგომ ჩაურეველი დამკვირვებლის მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს. პასუხი შიგნიდან უნდა მივიღოთ და ეს პასუხი, რაღა თქმა უნდა, არ გახლავთ ეგოს ხმა. ეს ჩვენი ნამდვილი ბუნებაა – შესაძლებლობა, რომელიც ოდენ იმპლიციტური სახით არსებობს, რომ თავად ვქმნიდეთ ჩვენს თავს, ვამოქმედებდეთ ჩვენს თავს და ვხარობდეთ ჩვენში უმაღლესით.”