ამერიკულმა გამოცემამ კანის ყველაზე ნიჭიერ 15 ვარსკვლავში ლევან გელბახიანი დაასახელა

ამერიკულმა გამოცემამ, W, 2019 წლის კანის კინოფესტივალის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავების სია გამოქვეყნა. კანის ყველაზე ნიჭიერ 15 ვარსკვლავში ამერიკულმა გამოცემამ ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი დაასახელა. 

გელბახიანი წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მხატვრულ ფილმში მთავარ როლს ასრულებს. ფილმის And then we danced აღწერაში ვკითხულობთ: “მერაბი ქართული ცეკვის ეროვნულ ანსამბლში მოსახვედრად მეწყვილესთან, მარისთან ერთად უკვე წლებია, ემზადება. მისი სამყარო მოულოდნელად იცვლება, როცა საცეკვაო დარბაზში ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი ჩნდება, რომელიც მისი მთავარი მეტოქე / სურვილის ობიექტი ხდება. არსებულ კონსერვატიულ გარემოში მერაბს რისკზე წასვლა უწევს”.

 

აღსანიშნავია, რომ ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა.