რიანამ FENTY-ს პირველი ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა

rihanna fenty lvmh-ის სურათის შედეგი

მომღერალმა, მსახიობმა და ბიზნესვუმენმა რიანამ FENTY-ის სავაჭრო ნიშნით ტანსაცმლის პირველი კოლექცია წარადგინა. მომღერალი პროექტზე პროექტზე LVMH-თან ერთად მუშაობდა. 

სარეკლამო კამპანიისა და კოლექციის სახე თავად რიანაა. 

როგორც რიანა ამერიკულ გამოცემა The New York Times Style Magazine-თან ინტერვიუში ამბობს, ამ კოლაბორაციის შედეგად ის ძალიან ბევრს სწავლობს მოდის შესახებ. 

“ნელნელა ვხდებოდი მოდის სამყაროს ნაწილი. თავდაპირველად ტანსაცმლის ყიდვითა და ტარებით, შემდეგ უკვე ჩემი სტილით, რომელსაც ხალხი ცნობდა, ამის შემდეგ კი უკვე ბრენდებთან კოლაბორაციით” – ამბობს რიანა ინტერვიუში.