აშშ-ში ახალი ანტიდეპრესანტი გამოჩნდა

შეერთებულ შტატებში ახალი სპრეის სახით დამზადებული პრეპარატი გამოჩნდა, რომელიც სხვა ანტიდეპრესანტებთან შედარებით ბევრად ეფექტურია.

შეერთებულ შტატებში ახალი ანტიდეპრესანტი გამოსცადეს


როგორც კვლევები აჩვენებს, დეპრესიის მქონე ადამიანების თითქმის მესამედისთვის მკურნალობის თერაპია შედეგს არ იძლევა. ამ ახალი პრეპარატის მეშვეობით კი პაციენტებს გაუმჯობესება 24 საათში აღენიშნებოდათ.
მედიკამენტი ესკეტემინის გამოყენების ნებართვა აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სამსახურმა (FDA) უკვე გასცა.
პროექტზე მომუშავე მკვლევარების თქმით, კომბინირებულმა თერაპიამ ესკეტემინის გამოყენებით კარგი შედეგი გამოიღო.