რუსეთში “ჩერნობილის” საკუთარ ვერსიას იღებენ

რუსეთში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით HBO-ს სერიალის “ჩერნობილი” საკუთარ ვერსიაზე მუშაობენ.

სერიალის მთავარი გმირი საბჭოთა სპეცსამსახურის თანამშრომელი იქნება. სერიალი კი აფეთქებამდე რამდენიმე  საათით ადრე ისტორიას, აფეთქებასა და მის შემდგომ მოვლენებს მოყვება.

გადაღებებისთვის რუსული კულტურის სამინისტრომ თანხა 2014 წელს გამოყო, თუმცა რადგან გადამღებ გუნდს ინვესტორების მოძიების პრობლემა შეექმნა, სერიალის გადაღება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 

როგორც გამოცემა Unian იტყობინება, რუსული სერიალი სახელისუფლებო არხ NTV-ზე 2019 წელს გამოვა.