ფრანგულმა გამოცემამ ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის აღმოჩენად დაასახელა

ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr ლევან გელბახიანი სხვა 11 მსახიობთან ერთად კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად დაასახელა.

and then we danced-ის სურათის შედეგი

“ნიჭიერი, ის თავის როლს დახვეწილად ასრულებს და ოსტატურად  გადავყავართ ამ ქართული გეი რომანის სამყაროში” – წერს გამოცემა. 

შეგახსენებთ, რომ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Director’s Fortnight ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის And Then We Danced მსოფლიო პრემიერა შედგა.

and then we danced-ის სურათის შედეგი

ლევან აკინის And Then We Danced ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმია.