რატომ უნდა ვთქვათ ხორცზე უარი და გავხდეთ ვეგეტარიანელი?

ვეგეტარიანელობა ცხოვრების წესია, რომელიც გამორიცხავს ცხოველის ხორცით (ასევე ფრინველის, თევზის და ა.შ.) კვებას. ვეგეტარიანელობის ძირითადი პრინციპი ხორცის უარყოფაა, თუმცა კვების ეს მეთოდი სხვადასხვაგვარ ვარიაციებს შეიცავს – არსებობს ვეგეტარიანელობის როგორც მსუბუქი, ისე უფრო გამკაცრებული ფორმები.  ვეგეტარიანელობის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, როგორც რელიგიური, ასევე, ეკოლოგიური, თუ ეკონომიკური. 

დღეს კი, როდესაც მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს ხორცზე უარს,  გთავაზობთ 5 საინტერესო მიზეზს, თუ რატომ არის ვეგეტარიანელობა სწორი გადაწყვეტილება თქვენთვის, თქვენი ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის. 

Fruit Ninja game motiondesignschool fruits illustration motion design animation after affects

1

Loma Linda University-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ვეგეტარიენელებში 19%-ით ნაკლებია გულის დაავადებებით სიკვდილის შანსი. ვეგეტარიანელებში იკლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის ინფარქტისა, თუ ინსულტის რისკი. ამის მიზეზი ქოლესტერინის დონეა სისხლში, რომელსაც ვეგეტარიანული კვება ამცირებს. ქოლესტერინი აუცილებელია, თუმცა მის საკმარის დოზას ადამიანები ისედაც იღებენ რძის პროდუქციით. 

2

მცენარეული საკვები დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებსა და მინერალებს შეიცავს, რაც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მათი მეშვეობით გაუმჯობესდება თქვენი კანი, თმა, ფრჩხილები და სხვ.

ხოლო რაც შეეხება ხორცს – ხორცი შესაძლოა შეიცავდეს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა დიოქსინი და პესტიციდები. მათი შემცველობა ხორცში 14-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ხილსა და ბოსტნეულში.

health nutrition food smile woman dinner fruits nutrition design app color vector illustrator flat illustration graphic character charachter

3

ცხოველებს აქვთ უფლებები, ცხოველებს აქვთ სიცოცხლის უფლება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული მიზეზი ვეგეტარიანელობისა სწორედ ესაა – უარი ვთქვათ და მონაწილეობა არ მივიღოთ ცხოველთა მკვლელობებში. რა უფრო ღირებულია, გადარჩენილი სიცოცხლე, თუ უბრალოდ გემრიელი სადილი?

Gardening surface pattern fruits farming homestead small farm farm to table farm veggies growing veggies backyard garden planting gardening florals design illustration handdrawn repeat pattern print and pattern

4

მნიშვნელოვანია, როდესაც პლანეტაზე ზრუნვაში სულ მცირე წვლილი მაინც შეგვიძლია შევიტანოთ და, რაც ყველაზე მთავარია, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია დიდი და გრანდიოზული ცვლილებების მოტანა. 

ერთ-ერთი მიზეზი იმისთვის, რომ ხორცზე უარი თქვათ, სწორედ სამყაროზე ზრუნვიდან გამომდინარეობს. იცოდით, რომ მეცხოველეობას წყლის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა ესაჭიროება? Aalto University-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ნაკლები ხორცის ჭამა და მასზე უარის თქმა პირდაპირ კავშირშია წყლის რესურსების დაცვასთან, განსაკუთრებით კი მსოფლიოს მშრალ წერტილებში. 

LADY BIRD ladybird motif bird illustration bird animals female character kids illustration illustration art illustrator illustration

5

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის სააგენტომ (Agency for Research on Cancer) 2015 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც 20 წლიანი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ კიბოს გამომწვევ მიზეზთა რიგში საკმაოდ დიდ ადგილს  წითელი ხორცი და დამუშავებული ხორცი იკავებენ. 

Green Party ecological ecologic greenpeace life factory explainer illustration fog tree smog air pollution town city explainer video character characters ecology eco green

საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ხორცს გააჩნია დადებითი კვებითი ღირებულებები, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები ყოველთვის გადაწონის მის დადებით მხარეებს. ჯანმრთელობის გარდა კი, არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც ღირს ხორცზე უარის თქმა. პირველ რიგში, ეს სწორედ ჩვენი პლანეტა და მასზე არსებული ცოცხალი არსებები არიან, რომელთა სიცოცხლეს აქვს ფასი და აქვს ღირებულება.