გაციფრულებული ქართული საფოსტო მარკები

 

ქართული საფოსტო მარკები, რომელთა კონცეფციაზე UI/UX  დიზაინერმა მურთაზ ფურცხვანიძემ იმუშავა, Augmented Reality-ს საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ, რომ სპეცილაური აპლიკაციით დაასკანეროთ მარკა, შემდგომ კი მასზე დატანილი ვიზუალის შესახებ მიიღოთ ინფორმაცია. 

აპლიკაცია და ზოგადად საფოსტო მარკები რამდენიმე კატეგორიას აერთიანებს, თუმცა ძირითადი თემატიკა საქართველოს კულტურასა და ისტორიას უკავშირდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ვებგვერდზეც მუშაობა. 

„საფოსტო მარკა, როგორც წესი, გარკვეულ ინფორმაციას ატარებს, აჩვენებს ამა თუ იმ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პიროვნებებსა და მოვლენებს. იქიდან გამომდინარე, რომ მარკა სტატიკურია, ხშირად ეს ცნობები ძალიან მწირია. მეც ფილატელისტი [საფოსტო მარკების კოლექციონერი] ვარ და როგორც წესი, დატანილი მონაცემები არ არის ხოლმე ამომწურავი. ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა საფოსტო მარკები, სადაც ჩაშენებული იქნებოდა AR [Augmented Reality,  დამატებითი რეალობა] ტექნოლოგია და ჩვეულებრივი მარკებისაგან განსხვავებით, მეტი ინფორმაცია გახდებოდა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მინდოდა AR ტექნოლოგიის ათვისება და რაც შეიძლება ფართოდ გამოყენება. რამდენიმე წელიწადში, დამატებით რეალობას ყველა სფეროში აქტიურად გამოიყენებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პერიოდისთვის, რაც შეიძლება ბევრი მასზე ადაპტირებული და მორგებული პროექტი გვქონდეს. ამ მიმართულებით განვითარება აუცილებელია. მსოფლიო სწორედ აქეთკენ მიდის“.

წყარო: Marketer.ge