გაინტერესებთ, როგორი ხმა ჰქონდა ფრიდა კალოს? – მექსიკაში მისი ხმის ჩანაწერი აღმოაჩინეს

Frida Kahlo / The VSLAPH II art engraving poster aphorism text portrait frida kahlo

მექსიკის ხმის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ერთადერთი ხმის ჩანაწერი აღმოაჩინა, რომელიც  1955 წელსაა გამოქვეყნებული, კალოს სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო, სავარაუდოდ, 1953 ან 1954 წელსაა ჩაწერილი.

მექსიკის ხმის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი პაველ გრანადო ამბობს, რომ ვიზიტორები ყველაზე ხშირად სწორედ ფრიდა კალოს ხმის ჩანაწერის არსებობით ინტერესდებოდნენ. დღეიდან კი მათ მექსიკელი მხატვრის ხმის მოსმენის საშუალება ექნებათ. 

 

ხმის ჩანაწერში მხატვარი  რადიო გადაცემაში El Bachiller იყო სტუმრად, სადაც ის თავის ქმარ დიეგო რივერაზე საუბრობდა. 

ფრიდა კალო მექსიკელი ფერმწერი, კომუნისტური აქტივისტი და  მექსიკელი მიურალისტისა და კუბისტი მხატვრის დიეგო რივერას მეუღლე იყო.