ქართველმა ფოტოგრაფმა, მარიამ ჭილაიამ, საკუთარი მშობიარობა გადაიღო

ქართველმა ფოტოგრაფმა მარიამ ჭილაიამ საკუთარი მშობიარობა გადაიღო, ფოტოები კი თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. 

“ძალიან მსურდა საკუთარი მშობიარობა ფოტოებზე აღბეჭდილიყო, როგორც საოცარი მომენტი და ყველაზე ემოციური პირველი შეხვედრა. გადავწყვიტე ფოტოები თავად გადამეღო, თუმცა არ ვიცოდი პრაქტიკულად რამდენად შევძლებდი, ამიტომ ექიმებისგან თანხმობა ვითხოვე აპარატი მაინც თან მქონოდა.
მშობიარობა გამთენიისას დამეწყო. კლინიკაში წავლის წინ პირველი ნივთი, რომელიც ხელში ავიღე ფოტოაპარატი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გაფრთხილებული იყო და ყველამ იცოდა, რომ ფოტოგრაფი მშობიარობდა, ექიმები მაინც გაოცებულები მიყურებდნენ მშობიარეს კამერით ხელში. ” – ამბობს მარიამი.