საცხოვრებელი ბუნების წიაღში – Tbilisi Hills Golf&Residences

გამოცდილი არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა პორტუგალიდან, ფინეთიდან და ესტონეთიდან,  ესტონური კომპანია Kаamos Group-ის ხელმძღვანელობით, შექმნა  კომპლექსი Tbilisi Hills Golf&Residences. დღეს პროექტის ადაპტირებული ვერსიის განხორციელებაზე  ქართველი  არქიტექტორები მუშაობენ.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, მთავარი მიზანი იყო შექმნილიყო რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა თან ერთი კონცეფციის მქონე პროექტი.

“ – თანამედროვე დიზაინი და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები ჩვენთვის პრიორიტეტია. ჩვენს პროექტებზე როგორც ევროპელი ასევე ქართველი არქიტექტორები მუშაობენ, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და დახვეწილს ხდის ყველაფერს. ძალიან გვინდა ჩვენს მომავალ მაცხოვრბლებს, ანუ იგივე ჩემს მეზობლებს, რადგან კომპლექსის პირველი მობინადრე სწორედ მე ვარ,  დავახვედროთ გარემო, სადაც ისინი მაქსიმალურად ახლოს იქნებიან იმ საოცარ ბუნებასთან, რაც ნამდვილად ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.”

Tbilisi Hills Golf & Residences გამორჩეულია ასევე იმით, რომ ეს ერთადერთი კომპლექსია ამიერკავკასიაში, რომლის ტერიტორიაზეც, თანამედროვე სტანდარტების, 18-ფოსოიანი გოლფის მოედანია განთავსებული.

კომპლექსს ბუნების წიაღში, ტყით გარშემორტყმული ტერიტორიითა და არაჩვეულებრივი ხედებით – Tbilisi Hills Golf & Residences მისი პირველი მოსახლე ანასტასია უდალოვა დაგვათვალიერებინებს. 

თქვენი და თბილისი ჰილსის პირველი შეხვედრა

თბილისში პირველად 4  წლის წინ ჩამოვედი. მანამდე ამ ქვეყნის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. როდესაც პირველად Tbilisi Hills- ში მოვხვდი, აქ ჯერ არანაირი მშენებლობა არ იყო, თუმცა დავათვალიერე ტერიტორია, ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი, გადავხედე შავნაბადას მონასტერს, მოვიხიბლე თბილისის პანორამული ხედით და მივხვდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი.

 რა ძირითადი კრიტერიუმებით შეირჩა ეს ტერიტორია?

მას შემდეგ რაც ეს ტერიტორია ვნახეთ ბევრი არც გვიფიქრია. ეს არის იდეალური ადგილი, მშვიდი, უსაფრთხო და თან ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის. ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე არის აბსოლუტური სიმწვანე, ტყით გარშემორტყმული ტერიტორია, არაჩვეულებრივი ხედები თბილისზე, შავნაბადას მონასტერსა და ყაზბეგის მთაზე. აქაური ეკოსისტემა და სუფთა ჰაერი ხომ დღევანდელ დღეს მითუმეტეს ნამდვილად საოცნებოა. ჩვენი დაკვირვებებით, ბუნებრივია ვიცოდით, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს გადავიდეს საცხოვრებლად ქალაქისგან მოშორებით. გაურბიან დაბინძურებულ გარემოსა და ხმაურს. ამაზე უკეთესს ადგილს ნამდვილად ვერც ვინატრებდით.   

როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება აქ გადმოსვლის შემდეგ?

დღესდღეობით ბუნებასთან ახლოს ცხოვრება ნამდვილად დიდი ფუფუნებაა, მითუმეტეს თუ დატვირთული ცხოვრების რიტმი გაქვს და შენი სახლი თან ქალაქთან ძალიან ახლოსაც არის. არაჩვეულებრივი ჰავა, სუფთა ჰაერი, ქალაქთან შედარებით რამდენიმე გრადუსით დაბალი ტემპერატურე ნამდივლად მოქმედებს ადამიანის შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხალისზე მხოლოდ დადებითად.

მოგვიყევით მეტი თქვენი სახლის დიზაინის შესახებ

Tbilisi Hills- ის შეთავაზებებიდან მე კერძო სახლი შევარჩიე, რომელსაც Wunderwerks უწოდებენ. პროექტის დიზაინი ქართულ  არქიტექტურულ ბიუროს Wunderwerk-ს ეკუთვნის, აქედან მოდის დასახელებაც. პანორამული ფანჯრები, არაჩვეულებრივი ხედები თბილისსა და შავნაბადას მონასტერზე იდეალურია მათთვის, ვინც არ არის მზად ქალაქის კომფორტი მიატოვოს, თუმცა სურს ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება. შენობის ფართობი 352 მ2-ია და 2 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი აქვს. სტანდარტულად ეს ერთსართულიანი ვილაა, რომელსაც აქვს 3 საძინებელი, 2 აბაზანა, 1 სტუმრების აბაზანა, საგარდერობო ოთახი (17 მ2), დიდი მისაღები ოთახი (57 მ2), სამრეცხაო (10 მ2), ტექნიკური ოთახი (8 მ2) და სამზარეულო (42 მ2), რომელიც საოცნებო სახლის დიზაინს ასრულებს. ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად, ერთ-ერთი საძინებელი დავთმეთ იმისთვის, რომ უფრო დიდი საგარდერობო ოთახი და მთავარი საძინებელი გვქონოდა. ამ ცვლილების შემდეგ დაგვემატა კიდევ ერთი დამატებითი საკუჭნაო საძინებლის გვერდით.

რას გვეტყვით თქვენი სახლის ინტერიერის შესახებ?

სახლის ინტერიერში ბუნებრივი მასალებია გამოყენებული, მათ შორის ხშირად გვხვდება მარმარილო და ხე. ყველაზე მეტად მისაღებ ოთახში, ბუხრის დიზაინში გამოყენებული მარმარილო მომწონს, რადგან მისი ბუნებრივი ზოლები თითქოს პეპლის ფრთებს მახსენებს.

ჩემი ბინის ინტერიერიც ,ბუნებრივია, ისეთია როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ძალიან მომწონს ქართველი მხატვრების შემოქმედება, ამიტომ მათი ნამუშევრები ჩემს სახლს ამშვენებს. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნახატი ქეთი დავლიანიძეს ეკუთვნის. ასევე მომწონს რუსუდან ფეტვიაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, თამუნა ჩიქოვანი.

როგორც აღვნიშნე, ბუნება ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რის გამოც აქ საცხოვრებლად გადმოსვლა გადავწყვიტე, შესაბამისად, დაგეგმარებისას ვცდილობდით, რომ ამ ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვის შეგრძნება ყოფილიყო. სწორედ ასე გაჩნდა იდეა მისაღებ ოთახში განგვეთავსებინა ვიტრაჟში ჩასმული ზეთისხილის ხე. ამ კუთხეს სახლში განსაკუთრებული სინათლე და რა თქმა უნდა სიმწვანე შემოაქვს. ხე ძალიან კარგად ხარობს და ვფიქრობ მომავალში ნაყოფსაც მოისხამს.

ასევე ძალიან მიყვარს კითხვა, ძალიან ბევრი წიგნი მაქვს და სპეციალური საკითხავი კუთხეც მოვიწყე. ვიტრაჟტან განთავსებული რბილი კუთხე განსაკუთრებულად კომფორტულია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადგილია სახლში , რომელიც ზეთისხილის ხეს და თან გამწვანებულ ეზოს გადაჰყურებს.

ავეჯი როგორ შეარჩიეთ?

ავეჯიც ისეთი შევარჩიე, რომელიც იდეალურად ჩაჯდებოდა ინტერიერში. არჩევანი ისეთ ბრენდებზე შევარჩიე როგორებიც არის B&B ITALIA, GIORGETTI, CC-TAPIS , ARFLEX, GLAS ITALIA, FLOS, PALLUCCO.

განსაკუთრებით რამდენიმე ნივთს და ბრენდს გამოვარჩევდი, რომელიც ვფიქრობ ჩემს ინტერიერს ძალიან უხდება. FLOS BIAGIO  თანამედროვე სტილის მაგიდის, რომელიც თეთრი მარმარილოსგანაა დამზადებული თობია შცარპა-ს დიზაინით არის შექმნილი. ეს უკანასკნელი განათების სფეროში წამყვანი ბრენდია 1968 წლიდან.  განსაკუთრებული ფორმის გამო ეს ნივთი ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ნათებაც რბილი და სასიამოვნო აქვს.

CC-Tapis იტალიური ბრენდია,  რომელიც თანამედროვე, ხელით ნაქსოვ ხალიჩებს აწარმოებს, რომელსაც ნეპალში, ტიბეტელები ქმნიან. ეს ხალიჩები ჩემს ინტერიერს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენენ.

სახლის განათებაზე რას გვეტყვით?

განათების მიმართულებით კიდევ ერთი ბრენდია ჩემი ფავორიტი.  Barovier & Toso 1295 წლიდან არსებობს და ამ წლების განმავლობაში უამრავი ჯილდოს მფლობელები გახდნენ. ისინი უმაღლესი ხარისხის ჭაღებსა და განათების სხვა სისტემებს აწარმოებენ.

Arflex კიდევ ერთი წამყვანი ბრენდია, როდესაც საქმე ინტერიერს ეხება. მათი შექმნილი საცხოვრებელი და საოფისე ავეჯი საუკეთესოა. მათი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი სავარძელი Elettra 50-იან წლებში შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობს დღემდე. სწორედ  ეს სავარძლები მაქვს გამოყენებული მისაღებ ოთახში ბუხართან. განსაკუთრებით მომწონს თეთრი ბეწვის ვარიანტი ექსტრავაგანტული და თან მყუდროა.

გარე ავეჯი კი TRIBU- ს ეკუთვნის.  ეს ბელგიური წარმოების, ლუქს ხაზის ავეჯია. ელეგანტური მოდერნიზმი, უმაღლესი ხარისხი და ყოველთვის ზომიერი დიზაინი ამ ბრენდის დამახასიათებელია.  ამ ბრენდის ავეჯით არის გაწყობილი კომპანია APPLE-ს სან ფრანცისკოს ოფისი, რაც უდაოდ მის ხარისხზე მეტყველებს.

ამ ჩამოთვლილ ბრენდებს თანამედროვე დიზაინის გარდა უმაღლესი ხარისხი აერთიანებს, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ შევაჩერე არჩევანი თბილისი ჰილსზეც. თანამედრო მიდგომები და ხარისხზე ორიენტირებულიბა აქ ყველა დეტალში შესამჩნევია.