ისმაილ ზაიდის ობიექტივით ასახული სამყარო

Ismail Zaïdy ახალგაზრდა მოროკოელი ფოტოგრაფია, რომელიც საკუთარი ნამუშევრების პოპულარიზაციისთვის ინსტაგრამს იყენებს.

ფოტოგრაფს დამახასიათებელი სტილი აქვს: მკვეთრი ფერები, სუფთა ფონი, ფერადი კადრები. 

როგორც ისმაილი Fubiz-თან ინტერვიუში ამბობს, მას მობილური სულ თან დააქვს და ცდილობს ყველა საინტერესო მომენტი კამერით ასახოს. 

“ფოტოგრაფია დაუსრულებელი შემეცნებითი პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებასა და მოთმინებას” 

როგორც ფოტოგრაფი ამბობს, მას ძალიან აწუხებს მოროკოს და მოროკოელი ხალხის ირგვლივ შექმნილი სტერეოტიპები, ამიტომ საკუთარი ნამუშევრებით ყოველთვის ცდილობს წარმოაჩინოს რეალური, საინტერესო და ლამაზი მხარე ამ ადგილისა და ამ ხალხებისა. 

21 წლის ასაკში ისმაილმა Morocco Web Award-ის ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში “Instagram Account of the Year”.

” – ჯილდოს მიღება დიდად ვერ დამეხმარა. იმედი მქონდა, მეტი ცნობადობისა და მეტი პერსპექტივის გამოჩენის, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.”

ისმაილის ნამუშევრები შეგიძლიათ მის ინსტაგრამზე იხილოთ: