არასრულყოფილი სიყვარული და ურთიერთობები #Sarah

როგორია სიყვარული, როგორია ურთიერთობაში ყოფნა, როგორია განცდები, როდესაც ვხვდებით, რომ ჩვენი გრძნებები ცალმხრივია? 

რას განვიცდით მიტოვების, მარტო ყოფნის, იმედგაცრუებისა, თუ აღფრთოვანების დროს? 

და გამოვხატავთ კი ყველაფერს, რასაც ვგრძნობთ?

Sarah Bahbah წარმოშობით პალესტინელი და ავსტრალიაში გაზრდილი ხელოვანია. როგორც თავად ამბობს, ხშირად არასრულყოფილ, დამსხვრეულ ურთიერთობებს იღებს. მისთვის საინტერესოა, თუ რას ყვებიან ადამიანები საკუთარ გამოცდილებებზე და როგორ გადმოსცემენ სხეულის ენით სათქმელს. 

27 წლის ხელოვანმა საკუთარი ნამუშევრებით სათქმელი Teen Vogue-ის,  Elle US-ისა და Vice-ის საშუალებით გასულ წელს თქვა. 

THINK ABOUT YOU – KYGO, NOT OK, SEX AND TAKEOUT, GUCCI GUILTY, DEAR LOVE, I COULD NOT PROTECT HER, I LOVE YOU, ME NEITHER, FOR ARABELLA, EDITORIAL, CINDY + NEELS, THIS IS NOT FOR YOU, THIS IS NOT FOR YOU PART II  – ეს პალესტინელი ხელოვანის ფოტო პროექტების არასრული ჩამონათვალია. მათი სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე – http://www.sarahbahbah.com/