აფხაზეთი: არდადეგები არარსებულ ქვეყანაში

2005 წელს Magnum-ის ფოტოგრაფი ჯონას ბენდიკსენი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ეწვია.

ომის დასრულებიდან და ათი ათასობით ადამინის მიერ საკუთარი სახლების დატოვებიდან 12 წლის შემდეგ ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოგზაურობა, დასვენება და ადგილობრივი სიტუაციის საკუთარი თვალით ნახვა გადაწყვიტა. 

მან ომისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საბჭოთა დროს ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, აფხაზეთი და აფხაზეთში მცხოვრები ხალხისა და დამსვენებლების ცხოვრება ფირზე აღბეჭდა. 

ომის შემდგომი ჭრილობებისა და მიტოვებული, დანგრეული ნაგებობების მიღმა ფოტოგრაფმა აფხაზეთის ბუნებრივი სილამაზე დაინახა. როგორც თავად ამბობს, საქართველოს ამ მხარეს თავისი უნიკალური ხასიათი აქვს.

სრულად ფოტოების სანახავად ეწვიეთ ბმულს – http://bit.ly/2JxzJXW