ფოტო: ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ოდესის კინოფესტივალზე გრან პრი აიღო

რეჟისორ ლევან აკინის ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი აიღო. ლევან გელბახიანი, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმი მერაბისა და ირაკლის სიყვარულზე. ფილმი შვედეთის და საქართველოს საერთო ნამუშევარია, გადაღებები საქართველოში (თბილისი) მიმდინარეობდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის გამოვა ფილმი საქართველოში, თუმცა უნდა ვივარაუდოთ ნოემბერი.