ყველაფერი, რაც ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე გვაინტერესებს

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 2006 წელს დაარსდა, წელს 15-22 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორია  – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

Image may contain: 4 people, hat, glasses and text 

BIAFF მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან – ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი) – ჟიურის თავჯდომარე, ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო).

BIAFF საერთაშორისო დოკუმენეტური ფილმების კონკურსს შეაფასებს ხუთკაციანი ჟიური – ქშიშტოფ გიერატ (პოლონეთი) – ჟიურის თავჯდომარე, გასიდე გოლმაკანი (ირანი), კარენ ავეტისიანი (სომხეთი), ოლეს იანჩუკი (უკრაინა), ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო).

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთშორისო ჟიური შედგება 3 წევრისგან – ოთარ შამათავა – თავჯდომარე (საქართველო), პოლ თილჯეს (ლუქსემბურგი), დავიდ ლორენცი (გერმანია)

კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არასაკონკურსო სექციები, მათ შორის:

  • დიდოსტათა კოლექცია — ეს სექცია წარმოგიდგენთ ცნობილი კინორეჟისორების უახლეს ფილმებს. სპეციალური ჩვენები კინოფესტივლის სტუმრების ან პარტნიორების კინოფილმების პროგრამა;
  • ქართული პანორამა — არასაკონკურსო ჩვენებით წარმოდგენილი იქნება ბოლო 2 წლის. ქართული მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟანი ფილმები.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები: კინოთეატრი აპოლო, სასტუმრო Wyndham კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.

No photo description available.

კინოფესტივალზე დასწრება: კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ აპოლოში ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა — ე.წ. უფასო ბილეთების აღება (რაც დაჯავშნის და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

BIAFF ბათუმის კინოფესტივალს წელს რამდენიმე საპატიო სტუმარი ეყოლება, მათ შორის:
 
პოლ შრედერი (Paul Schrader) – ცნობილი ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი. მუშაობდა მარტინ სკორსეზესთან და არის ისეთი ფილმების სცენარისტი, როგორიცაა – „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარები“, „ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი“ და ა.შ. შრედერი არის ასევე 18 მხატვრული ფილმის რეჟისორი. მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული საერთაშორისო ფესტივალებზე, NYC კინოკრიტიკოსთა წრეებში და ა.შ.
 
დენის ლავანი (Denis Lavant) – ფრანგი მსახიობი, თანამედროვე ფრანგული კინოს მნიშნველოვანი წარმომადგენელი. შესრულებული აქვს მრავალი საინტერესო როლი მათ შორის ცნობილი ფრანგი რეჟისორის ლეო კარაქსის ფილმებში.
 
ქშიშტოფ ზანუსი (Krzysztof Zanussi) – ცნობილი პოლონელი რეჟისორი. ზანუსის ფილმებს აღებული აქვთ უამრავი პრიზი მრავალ ცნობილ კინოფესტივალზე, მათ შორის – კანში, ლოკარნოში, როტერდამი, ვენეციაში, მონრეალში, ტოკიოში, ჩიკაგოში და და ა.შ.)
 
ალექსანდრე მინდაძე (Alexander Mindadze)– სცენარისტი და რეჟისორი (რუსეთი). ის ოცზე მეტი ფიმლის სცენრისტია, მათ შორის ვადიმ აბდრაშიტოვის მრავალი ფილმიცა. ალექსანდრე ბევრი სერთაშორისო კინოფესტივალის (ვენეცია, ბერლინალე და ა.შ.) ჯილდოს მფლობელია
 
ტატიანა დეტლოფოსონი (Tatiana Detlofson) – ფესტივალების და კინოფილმების პრომოუშენის ექსპერტი ამერიკიდან. ტატიანა კოორდინაციას უწევდა კინოფილმის ოსკარზე და ოქროს გლობუსზე ნომინირებული მრავალი უცხოენოვანი ფილმის პრომოუშენს. მათ შორის ქართული ფილმების – „მანდარინები“ (ზაზა ურუშაძე), „საშიში დედა“ (ანა ურუშაძე), „სხვისი სახლი“ (რუსუდან გლურჯიძე).
 
გეილი ანე ჰურდი (Gale Anne Hurd) – ჰოლივუდის ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი პროდუსერი. იყო პროდუსერი ფილმებისა – The Terminator, The Walking Dead, Armageddon, Aliens და ა.შ.).
 
biaff-ის სურათის შედეგი
 
კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო