ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის სერიალის პრემიერის თარიღი ცნობილია

15-წლიანი პაუზის შემდეგ მსახიობი ჯენიფერ ენისტონი სერიალებს უბრუნდება და Friends-ის უსაზღვრო წარმატების შემდეგ ამჯერად Apple-ის სტრიმინგ-სერვისის შოუში The Morning Show ასრულებს მთავარ როლს. 

ენისტონს პარტნიორობას ოსკაროსანი მსახიობი რიზ უიზერსპუნი და სტივ კარელი უწევენ.  რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ სერიალის პრემიერა პირველ ნოემბერს შედგება. 

View this post on Instagram

The story breaks November 1 on @AppleTV.

A post shared by The Morning Show (@themorningshow) on

სერიალის სიუჟეტი დილის გადაცემის წამყვანების შესახებ მოგვითხრობს და გვიჩვენებს, თუ რა გზას გადიან პოპულარული ტელეწამყვანები მაშინ, როდესაც მათი რეიტინგი ეცემა, მათ შემცვლელად კი მასზე ახალგაზრდა კადრის დანიშვნა სურთ.