Tbilisi Photo Festival 12 სექტემბერს იხსნება

Tbilisi Photo Festival 12 სექტემბერს სასტუმრო “სტამბას” ამფითეატრში 19:30 საათზე იხსნება. ფესტივალის მეათე გამოშვებას ნენ გოლდინის ნამუშევარი “ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე“ გახსნის.

ნენ გოლდინი ერთ-ერთი გამორჩეული ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელსაც პირველი შეხება კამერასთან 15 წლის ასაკში ჰქონდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ საკუთარი თვალით დანახული სამყაროს ფირზე აღბეჭდვა საინტერესო ექსპერიმენტი  შეიძლებოდა ყოფილიყო. ექსპერიმენტმა გაამართლა და დღეს უკვე მსოფლიო იცნობს გოლდინის ნამუშევრებს.

გოლდინი საკუთარ ნამუშევრებში ბევრ ტაბუირებულ საკითხს შეეხო: დრაგ ქვინები და მათი ცხოვრება, ქვიარ ადამიანები, ნარკოდამოკიდებულება, ოჯახური ძალადობა, გენდერი, აივ/შიდსის ეპიდემია.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გოლდინის ნამუშევრებს საზოგადოება საქართველოში, თბილისში იხილავს.