გიორგი ხმალაძის პროექტის მიხედვით შექმნილი ყავის ქარხანა ArchDaily Award-ის გამარჯვებული გახდა

ArchDaily & Strelka Award-ის წლევანდელი გამარჯვებული გიორგი ხმალაძის პროექტის მიხედვით შექმნილი ყავის ქარხანა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ AT.ge ავრცელებს

არქიტექტურული პრემიის გამარჯვებული სამ ფინალისტს შორის გამოვლინდა. 

აღსანიშნავია, რომ გიორგი ხმალაძის ყავის ქარხანა თებერვალში ევროკავშირის არქიტექტურის საერთაშორისო დაჯილდოებაზეც მონაწილეობდა.

გარდა ამისა, მისი პროექტის მიხედვით შექმნილი ბათუმის მაკდონალდსიც2014 წელს კი ArchDaily-ის მიერ 2014 წლის საუკეთესო შენობად დასახელდა.