დაათვალიერეთ ფოტოები And Then We Danced-ის შვედური პრემიერიდან

მაისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სექციაში Directors’ Fortnight ლევან აკინის შვედურ-ქართული ფილმის And Then We Danced პრემიერა შედგა. 

ფილმმა მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენების დასრულებისთანავე არაერთი ფესტივალის სამიზნედაც იქცა. 

კანის შემდეგ ფილმი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ფესტივალზეც უჩვენეს და არც ერთი მათგანი პრიზის გარეშე არ დაუტოვებია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ არის, მათ შორის ოსკარიც. დიახ, შვედეთმა ლევან აკინის სურათი გააგზავნა უცხოენოვანი ფილმების სექციაში წარსადგენად. 

თუმცა, სანამ And Then We Danced საფესტივალო ცხოვრებას აგრძელებს და ოსკარის ნომინაციაზე მოხვედრას ელის, შვედეთში უკვე შედგა ფილმის პრემიერა.