მხევლის წიგნის შემქმნელები დეიდა ლიდიაზე სერიალის გადაღებას გეგმავენ

“მხევლის წიგნის” შემდეგ Hulu მარგარეტ ეტვუდის კიდევ ერთი რომანის The Testaments ეკრანიზაციის გადაღებას გეგმავს. 

გავრცელებული ინფორმაციით არხის წარმომადგენლებმა ეტვუდთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სულ მალე მწერალი წიგნის მიხედვით სცენარის დაწერასაც შეუდგება. 

აღნიშნულ წიგნში მოქმედება “მხევლის წიგნში” მიმდინარე პროცესებიდან 15 წლის შემდეგ ვითარდება. ამ შემთხვევაში კი მთავარი ამბის მთხრობელთა შორის ერთ-ერთი დეიდა ლიდიაა, რომლის როლსაც “მხევლის წიგნის” ეკრანიზაციაში ენ დოუდი ასრულებს. 

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყებს ახალ პროექტზე მუშაობას Hulu, თუმცა, სავარაუდოდ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როცა “მხევლის წიგნი” დასრულდება.