GOT-ის კიდევ ერთი პრიქველი ტარგარიენებზე იქნება

როგორც უკვე იცით HBO საკულტო სერიალის Game Of Thrones პრიქველს Bloodmoon იღებს. სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ნაომი უოთსი ასრულებს, სერიალის ერთ-ერთი მთვარი თემა კი გმირთა ეპოქაა.

ეს სწორედ ის ეპიქაა, როდესაც თითქმის ყველა ის საგვარეულო ჩამოყალიბდა, რომლებიც მაყურებელმა GOT-ში იხილა. სწორედ ამ ეპოქას განეკუთვნება ბრენდონ მშენებელის ისტორია, რომელმაც კედელი ააგო, ასევე ყველაზე დიდი ზამთარი ისტორიაში და მრავალი სხვა. 

თუმცა, როგორც გასულ წელს გახდა ცნობილი HBO სამეფო კარის თამაშების შესახებ მხოლოდ ერთი სერიალით არ აპირებდა დაკმაყოფილებას და რამდენიმე პროექტზე მუშაობდა. როგორც აღმოჩნდა, მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული გვარის, ტარგარიენების ისტორია. 

გავრცელებული ინფორმაციით, ტარგარიენების შესახებ გადაღებულ სერიალში მოქმედება იმ მოვლენებიდან, რომელიც ჩვენ GOT-ში ვიხილეთ, 300 წლით ადრე ხდება. შოუს სავარაუდო სახელი The Dance of the Dragons იქნება. 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის დაიწყება შოუს გადაღება. HBO ჯორჯ მარტინის ყინულისა და ცეცხლის საგის მიხედვით საერთო ჯამში ოთხი სერიალის გადაღებას გეგმავს.