ეს კაცი ვიტილიგოთი დაავადებული ბავშვებისთვის ინკლუზიურ სათამაშოებს აკეთებს

ვიტილიგო კანის დაავადებაა, რომელიც ადამიანებს კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევის შემთხვევაში უვითარდებათ. ვიზუალირად ვლინდება, როგორც თეთრი ლაქები. 

64 წლის ბრაზილიელი კაცი, რომელზეც დღეს მოგიყვებით უკვე წლებია, რაც ამ დაავადებით ცხოვრობს. 

ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად ჯოაო თავს კარგად გრძობს, რადგან აქვს ჰობი, რომელიც დაავადებულ ბავშვებს სიცოცხლეს უხალისებს.
ის ვიტილიგოთი დაავადებული მოზარდებისთვის უსაყვარლეს თოჯინებს ქმნის.  


“ჩემი საქმიანობა ძალიან მიყვარს. თუ ამ რიტმს შეეჩვევი, მერე უკვე ძნელია გაჩერდე”, — ამბობს კაცი. 


ჯოაომ თავისი პირველი თოჯინა საკუთარი შვილიშვილისთვის შექმნა, რათა ბავშვს ყოველთვის ხსომებოდა მოსიყვარულე ბაბუა. მოგვიანებით კი ინკლუზიური თოჯინების კეთება სხვა ბავშვებისთვისაც დაიწყო. სათამაშოები ბავშვებს იმის გააზრებაში ეხმარებათ, რომ ისინი სრულიან ნორმალურები არიან.