ბექა გოჩიაშვილი გია ყანჩელს კონცერტს მიუძღვნის

ქართველი ჯაზმენი, ბექა გოჩიაშილი ლეგენდარულ კომპოზიტორ გია ყანჩელს კონცერტს მიუძღვნის. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა. 

 “ჩემო ბექა! მხოლოდ დღეს, 2017 წლის აგვისტოს, პირველად ვნახე შენი და ჩიკ კორიას გამოსვლა 2012 წლის ჯაზ ფესტივალზე. მე ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ვღებულობდი შენი დაკვრისგან, დღეს კი აღფრთოვანებული დავრჩი! მადლიერებით, გია ყანჩელი,” – ეს წერილი კომპოზიტორმა გია ყანჩელმა ვირტუოზ ჯაზმენ ბექა გოჩიაშვილს მიწერა.

როგორც ბექა გოჩიაშვილი ამბობს, გია ყანჩელმა მას პირველად 10 წლის ასაკში ჯაზ კლუბში მოუსმინა.  ჯაზმენი იხსენებს, რომ ყანჩელმა მას სთხოვა “ჰერიო ბიჭებოს” მისეული ვერსია ჩაეწერა, რაც სამწუხაროდ, ყანჩელის სიცოცხლეში ვერ შესრულდა. სანამ მუსიკოსი, საყვარელ კომპოზიტორს სურვილს აუსრულებს, გოჩიაშვილი აპირებს, რომ 10 ოქტომბერს, “რესპუბლიკაში” კონცერტი გამართოს, რომელსაც გია ყანჩელს მიუძღვნას.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.