ეს 9 ქართული წიგნი, უახლოს მომავალში სხვადასხვა ენაზე ითარგმნება

მწერალთა სახლმა უცხოელი გამომცემლობებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში ცხრა საერთაშორისო პროექტი გამოავლინა.

გერმანულად ითარგმნება: 

ანა კორძაია-სამადაშვილი – ზინკა ადამიანი

შორენა ლებანიძე – ეს მე ვარ – ფიროსმანი

დანიელ ჭონქაძე – სურამის ციხე

მიხეილ ჯავახიშვილი – ჯაყოს ხიზნები

ფრანგულად ითარგმნება: 

გიორგი კეკელიძე – თომას ზღაპრები

დავით კლდიაშვილი – უბედურება

იტალიურად ითარგმნება:

პოეტური კრებული – მანონ ბულისკერია, ელა გოჩიაშვილი, ეთერ თათარაიძე, მაია სარიშვილი, ეკა ქევანიშვილი, მარიამ წიკლაური, კატო ჯავახიშვილი, ანტონელა ანედა, მარია პია კუინტავალა, ნოემი დე ლისი, რიტა პაცილიო, ანიტა პისკაცი, როსარია ლო რუსო, ფრანჩესკა სერანოლი

თურქულად ითარგმნება:

ირაკლი კაკაბაძე – გამოსვლის წიგნი

არაბულად ითარგმნება:

ოთარ ჭილაძე – გზაზე ერთი კაცი მიდიოდა