ფოტოები: პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი The Crown-ის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა

სამყარო ნეტფლიქსის სერიალ The Crown-ის მესამე სეზონის მოლოდინშია. შოუს შემქმნელებმა ახალი დედოფალი უკვე იპოვეს, ელიზაბეტ მეორეს როლზე კლერ ფოის სულ მალე ოლივია კოლმანი შეცვლის. დადასტურდა ისიც, რომ ელიზაბეტის დის, მარგარეტის როლს ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი მოირგებს.

თუმცა, სანამ მესამე სეზონი დღის სინათლეს იხილავს, The Crown-ის პროდიუსერებმა გაამხილეს, რომ ამავე სეზონში პრინცესა დაიანას პერსონაჟი გამოჩნდება, მის როლს კი ემა კორინი შეასრულებს. 

მსახიობი გადასაღებ მოედანზე უკვე გამოჩნდა. 

პრინცესა დაიანას როლი კორინისთვის პირველი მნიშვნელოვანი როლი იქნება.

მესამე სეზონში არა, თუმცა ცნობილია, რომ მეოთხე სეზონში გამოჩნდება მსახიობი ჯილიან ანდერსონიც, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის როლს მოირგებს.

ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუ The Crown სტრიმინგ-სერვისზე მესამე სეზონით 17 ნოემბერს გამოჩნდება.