Victoria’s Secret-ის ისტორიაში პირველად, დიდი ზომის მოდელი თეთრეულის რეკლამაში გადაიღეს

გამხდარი სხეული, ქერა თმა, ცისფერი თვალები – Victoria’s Secret-ის შოუში და კატალოგში დამტკიცებული გოგონების უმრავლესობა ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა. 

2018 წელს ედ რაზეკმა VOGUE-სთან სკანდალურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პლუს ზომის ქალების ადგილი ვიქტორია სეკრეტში არ არის.

ახლა კი Victoria’s Secret-ის ისტორიაში პირველად პლუს ზომის მოდელი თეთრეულის კამპანიისთვის გადაიღეს . 

კამპანიაში მონაწილეობა მოდელმა ელი ტეიტ კალტერმა მიიღო. როგორც თავად ამბობს, დროა უფრო ხშირად ვიხილოთ პლუს ზომის მოდელები მოდის ინდუსტრიაში.