მაკა ასათიანმა და ჯაბა დიასამიძემ ბარსელონაში ქართული “დარიალი” გახსნეს

8 ოქტომბერს, ბარსელონაში მაკა ასათიანმა და ჯაბა დიასამიძემ ქართული სივრცე “დარიალი” გახსნეს. 

ეს მნიშვნელოვანი პროექტი კი მე-19 საუკუნის შენობაში, casa tomas roger-ში განხორციელდა, რომელიც სახელოვნებო იდეების განსახორციელებლად, ბოლო დროს, ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა. 

ქართულ სიცრცეში არამხოლოდ ხელნაკეთი ნივთები ან ტანსაცმელი იყიდება, არამედ იქვეა გალერეა და რესტორანიც, რომელიც ნებისმიერ დროს გიმასპინძლებთ. 

View this post on Instagram

#darial #barcelona #new

A post shared by Альбина Назимова (@albinanazimova) on

ოქროსფერი პალმებით გაფორმებული სივრცე საკმაოდ ტევადია და მისი ინტერიერი ერთდროულად მინიმალისტურ, მოდერნიზებულ სტილშია გადაწყვეტილი. 

იდეის მთავარი მიზანი კი ქართველი და უცხოელი დიზაინერების კოლაბორაცია და მათი ნამუშევრების ერთ სივრცეში თავმოყრა იყო.

ჯაბა დიასამიძე, ჩუბიკა,  LINDA FARROW, MAISON MARGIELA — ეს იმ ბრენდებისა და დიზაინერების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც დარიალში იხილავთ.