ნობელის პრიზი ლიტერატურაში პოლონელმა და ავსტრიელმა მწერლებმა მიიღეს

ნობელის პრიზის მფლობელები პოლონელი მწერალი ოლგა ტოკარჩუკი და ავსტრიელი ავტორი – პიტერ ჰანდკე გახდნენ.

ოლგა ტოკარჩუკი თანამედროვე პოლონურ ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად ითვლება, მისი ყველაზე ცნობილი რომანია Flights.

პიტერ ჰანდკე კი ავსტრიელი მწერალი და მთარგმნელია, რომელიც მანამდეც არაერთი ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გამხდარა.

2018 წელს ნობელის პრემია არ გაიცა, რადგან ნობელის პრემიის აკადემია სექსუალური შევიწროების სკანდალში გაეხვა.  სკანდალის შემდეგ აკადემიის ექვსმა წევრმა თანამდებობა დატოვა. 

პრესტიჟული აკადემიის წევრის მეუღლესთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალის შემდეგ ნობელის კომიტეტმა მალევე მიიღო კატარინა ფრონტენსონის აკადემიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება.