ილუსტრაციებით გადმოცებული პანკ სუბკულტურა

პანკი ეს არის სუბკულტურა, რომელიც გაჩნდა 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.

ჯო ბროუკერჰასტმა საკუთარ ნახატებში სწორედ ამ სუბკულტურის წარმომადგენლები ასახა. 

პანკი თავისთავში მოიცავს იდეოლოგიების, მოდის მრავალფეროვან მასივს, ასევე გამოხატვის სხვა ფორმებს, სახვით ხელოვნებას, ცეკვას, ლიტერატურასა და ფილმებს.

არსებობს პანკური მოდის ფართო სპექტრი: განზრახ შეურაცხმყოფელი მაისურები, ტყავის ქურთუკები, Dr. Martens-ის ფირმის მძიმე ჩექმები, ფერადი „იროკეზული ვარცხნილობები, კოსმეტიკა, ტატუირება, საიუველირო ნაწარმები და სხეულის მოდიფიკაცია.

ეს ყველაფერი მხატვარმა საკუთარ ნამუშევრებში ასახა.