მავრიკის კუნძულები — ადგილი, რომელსაც მიწიერ სამოთხეს ადარებენ

მართალია, ზაფხულის შვებულება სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და უკვე სამსახურის საქმეებში ვართ თავიდან ბოლომდე გადაშვებული, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოგზაურობის დაგეგმვა უნდა გადავდოთ. 

პირიქით, დაიმახსოვრეთ, რომ ჩემოდნების ჩალაგების, პასპორტის მოძებნისა და სამოგზაუროდ წასვლის დრო ყოველთვის არის! 

სწორედ ამიტომ, რა შეიძლებოდა გვერჩია თქვენთვის ამ სუსხიანი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე იმაზე უკეთესი, ვიდრე მუქი ლურჯი, კამკამა წყალი, ფერადი სანაპირო, სიმწვანე, ეგზოტიკური კერძები და მშვიდი გარემო.

მაშ ასე, ეს მავრიკის კუნძულებია, ადგილი, რომელსაც ხშირად მიწიერ სამოთხეს ადარებენ ხოლმე.

კუნძული აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირდან 2 ათასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და ის აღიარებულია, როგორც ერთერთი საუკეთესო მიმართულება საზღვაო კურორტების მოყვარულთათვის.

თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ ამ ზღაპრულ ადგილას მოხვედრა, ჩვენ ამისთვის დამატებით მიზეზებსაც მოგცემთ და მიწიერ სამოთხეში დასასვენებლად იდეალურ ადგილებს შემოგთავაზებთ. 

Constance Prince Maurice

სასტუმრო “კონსტანს პრინც მორისი”, რომელიც კონსტანს სასტუმროებისა და კურორტების ჯგუფის კუთვნილებაშია, მავრიკის კურორტებთან შედარებით, მცირე სასტუმრო კომპლექსია, რამდენიმე ვილითა და 89 ოთახით.

სასტუმრო გამორჩეულია თეთრი ქვიშის სანაპიროებით, ულამაზესი ხედებით, ტროპიკული ბაღებით, პროფესიონალური მომსახურებით, ხის იატაკით, მარმარილოს აბაზანებით, საკუთარი აივანითა და ყველა იმ საჭირო აღჭურვილობით, რაც კომფორტული და მშვიდი დასვენებისთვისაა საჭირო.

თუ დღისით მზის სხივებთან თამაში, რუჯის მიღება, ოკეანეში ცურვა და გემრიელი კოქტეილების წრუპვაა შესაძლებელი, საღამოს ბარებსა და კაფეებში მხიარული დროის გატარება, ცეკვა, მეგობრებთან ერთად მავრიკანული კერძების დაგემოვნება და განსაკუთრებული ინტერიერის მქონე რესტორან Le Barachois-ში განტვირთვაა შესაძლებელი.

გასეირნება ნავებითა და კაიაკებით, წყალქვეშა ცურვა, წყლის თხილამურებით სრიალი და სხვა დაუვიწყარ წყლის სპორტულ აქტივობებში ჩართვის საშუალება დამატებით კომპლექსშია შესაძლებელი. ვერც გოლფის მოყვარულები მოიწყენენ, რადგან Constance Prince Maurice-ის დამსვენებლებს საშუალება აქვთ უფასოდ ისარგებლონ სასტუმროსთან ახლომდებარე გოლფის მოედნის, Belle Mare Plage Legend and Links-ის სერვისებით. მათთვის კი, ვინც ცხოვრების აქტიურ წესს მისდევენ, სავარჯიშო დარბაზი, საუნა, ორი ჩოგბურთის კორტი, ორი საცურაო აუზი და ველოსიპედებია მზადყოფნაში.

Constance Belle Mare Plage

104 პრესტიჟული ოთახი, 149 სტანდარტულ ოთახი, 6 დელუქს ოთახი, 18 სტანდარტული და საპრეზიდენტო ვილა. ყველა ნომერში აცალკე მისაღები ოთახი და უზარმაზარი მარმარილოს აბაზანა – ეს Constance Belle Mare Plage-ია, სასტუმრო, როგორც საუკეთესო გადაწყვეტილება მრავალფეროვანი თავგადასავლების მოყვარულთათვის.

Constance Belle Mare Plage-ი იდეალურია ოჯახებისთვისაც, რადგან გემრიელი, ეგზოტიკური კერძების, წყალქვეშა ყვინთვის, წყლის თხილამურებით სრიალითა, თუ კომფორტული გარემოს გარდა, სასტუმრო გთავაზობთ ოჯახებისთვის განკუთვნილ სერვისებსაც. სანამ თქვენ მზის ჩასვლის ყურებით, კამკამა წყალში ნებივრობითა და სახალისო სპორტული აქტივობებით იქნებით დაკავებული, თქვენს პატარებზე საბავშვო კლუბი მთელი დღის განმავლობაში იზრუნებს.