კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც ცხოველის ბეწვის წარმოება და გაყიდვა აიკრძალება

კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც ცხოველების ბეწვის წარმოება და გაყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

ban fur california-ის სურათის შედეგი

შტატში ბეწვისაგან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან ჩანთების დამზადება-გაყიდვა აიკრძალება, კანონი კი ძალაში 2023 წლიდან შევა. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ხელოვნურ ბეწვს, ტყავსა და ფიტულებს.

კანონის დამრღვევი პირველ ჯერზე 500 დოლარის ოდენობის დაჯარიმდება, განმეორებითი შემთხვევისას კი ჯარიმა გაორმაგდება.

ban fur california-ის სურათის შედეგი

გადაწყვეტილებას ცხოველთა უფლებადამცველები დადებითად შეხვდნენ.