თბილისში აქციების პარალელურად ლევან გელბახიანმა კიდევ ერთი ჯილდო მოიგო

მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულ ფილმებს შორის ქართულ-შვედური პროექტი, And Then We Danced მოხვდა.

რეჟისორ ლევან აკინის ფილმში შესრულებული როლისთვის ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

სულ რამდენიმე წუთის წინ მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო!კინოფესტივალზე LISTAPAD ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო…

Posted by GNFC – Georgian National Film Center on Friday, November 8, 2019

სხვადასხვა ნომინაციაში ასევე გაიმარჯვა კიდევ რამდენიმე ქართულმა პროექტმა: საუკეთესო სცენარისა და მუსიკალური გაფორმებისთვის დაჯილდოვდა დიმიტრი მამულიას ფილმი ბოროტმოქმედი, ხოლო ქართველი მსახიობი, სალომე დემურია ფილმით ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში ჟიურის რჩეული გახდა.