კინოთეატრები მაყურებელს მოუწოდებს, And Then We Danced-ის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მივიდნენ

ინოთეატრები მაყურებელს, ვისაც And Then We Danced-ზე ბილეთი აქვს შეძენილი, მოუწოდებს, სეანსის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მივიდნენ.

კონითეატრების წარმომადგენლების განცხადებით, ეს თხოვნა მათი უსაფრთხოებისა და კომფორტის მიზნით აქვთ.

“კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან,რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია,მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე,სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ ვინც შეიძინა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთები,ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე,რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად”, – წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ფილმის პირველი ჩვენება დღეს, 8 ნოემბერს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში გაიმართება. ლევან ვასაძე და ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართული მარშის მსგავსად, And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან.