ტრეილერი: Coco-ს შემქმნელებმა პიქსარისთვის ახალი ანიმაცია გადაიღეს

Pixar-მა ახალი ანიმაციური ფილმის Soul პირველი ტრეილერი გაავრცელა.

Coco-სა და Inside Out-ის შემქმნელების ახალი ანიმაციის მთავარი გმირი მუსიკის მასწავლებელი ჯო გარდნერია, რომელიც ჯაზმენობაზე ოცნებობს.

მასწავლებელი მოულოდნელად იღუპება, ამ დროს კი მისი სული სხვა სამყაროში აღმოჩნდება სადაც თავის თავში ახალ ტალანტებს და ინტერესებს აღმოაჩენს. ეს ყველაფერს კი იმისთვის, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოს. 

Soul პიქსარის პირველი ანიმაციაა, რომელსაც შავკანიანი მთავარი გმირი ეყოლება. 

ფილმი პრემიერა 2020 წლის 19 ივნისს არის დაგეგმილი.