ვინც, And Then We Danced-ს ჰომოფობიური აქციის გამო ვერ დაესწრო, კინოთეატრები სეანსზე ეპატიჟებიან

იმ ადამიანებს, ვინც ლევან აკინის ფილმის And Then We Danced ჩვენებას ჰომოფობიური აქციის გამო ვერ დაესწრო, კინოთეატრები ეპატიჟებიან. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს

“ჩვენ ყველა მათგანს დღეს ვეპატიჟებით კინოთეატრში”, — ამბობს On.ge-სთან საუბრისას კინოთეატრების მარკეტინგის მენეჯერი გვანცა გარმელია და იმ მაყურებელს, რომელსაც დღეს, 9 ნოემბრის 19:30 საათზე ჩანიშნულ სეანსზე აქვს ბილეთი შეძენილი, მოუწოდებს კინოში 6 საათიდან მივიდნენ.

მისვე ინფორმაციით, ძალადობრივი აქცია კინოთეატრ ამირანში სეანსების დასრულების შემდეგ არ დასრულებულა. დილით კინოთეატრის გარე მონიტორები ჩაამსხვრიეს.