ლევან გელბახიანი ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდოს ნომინანტია

ლევან აკინის ფილმში And Then We Danced შესრულებული მთავარი როლისთვის ლევან გელბახიანი ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდოს ნომინანტია.

საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ის ისეთ მსახიობებთან ერთად არის ნომინირებული, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი და სხვები. 

ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინემატოგრაფიული პრემია, რომლის გამარჯვებულებსაც ევროპის კინოაკადემია ირჩევს.

ჯილდოს მხოლოდ ევროპულ კინოფილმებს, რეჟისორებსა და მსახიობებს ანიჭებენ.