ბენზოგასამართი სადგური + მაკდონალდსი

ფოტო: გიორგი დადიანი

XII8

XII9

XIIv_Page_016111

XII11XII12XII13

რა იყო კვების ობიექტისა და ბენზოგასამართი სადგურის ერთ შენობაში გაერთიანების მიზეზი?

კომპანია “სოკარს” განზრახული ჰქონდა ბენზოგასამართი სადგურისა და “მაკდონალდსის“ აშენება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ეს ორი ობიექტი უნდა განთავსებულიყო ისე, რომ საავტომობილო მიმოსვლისთვის ადგილი დარჩენილიყო. ჩემი შეთავაზება კომპანიისთვის გულისხმობდა ავტომობილებისთვის განკუთვნილი ფართობის შემცირებასდა გათავისუფლებულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა
როგორც ობიექტის სტუმრების, ისე უბრალო გამვლელებისთვის. ამ მიმართულებას რომ გავყევი,
გადავწყვიტე, კვების ობიექტი და ბენზოგასამართი სადგური ერთ შენობაში განმეთავსებინა. ასე რომ, ვფიქრობ, ამ დაწესებულებების ერთ შენობაში განთავსების იდეა რეკრეაციულ სივრცეს უკავშირდება. გაერთიანების გადაწყვეტილების შედეგად, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე უფრო დიდი სარეკრეაციო სივრცე გაჩნდა.

რამ განაპირობა შენობის საერთაშორისო წარმატება და ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ გადაქცევა?

როგორც წესი, კვების ობიექტისა და ბენზოგასამართი სადგურის ვიზუალურ მხარეს თავიდან ბოლომდე
ბრენდინგი და უტილიტარული გადაწყვეტები განსაზღვრავს. ამიტომ ბევრისთვის მოულოდნელი იყო სხვა
კუთხით დანახული და ამ ფორმით გადაწყვეტილი ასეთი ფუნქციის შენობა. საინტერესოა შენობის სივრცით-
გეგმარებითი გადაწყვეტაც. ეს ორი ობიექტი ერთ შენობაში გაერთიანებულია ისე, რომ ერთში ყოფნისას,
მეორის გვერდით არსებობა ვიზუალურად შეუმჩნეველია. ჩემი აზრით, სწორედ ამ მიზეზების გამო გახდა
შენობა ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო და საერთაშორისო წარმატებაც ამის დამსახურებაა.

როგორ შეიქმნა შენობის ფუტურისტული დიზაინი?

დასაწყისში დასახულმა მიზნებმა პროექტის სივრცითი გადაწყვეტა განაპირობა. ორი სართულის გაჩენა განაშენიანების ფართის შემცირების მცდელობის შედეგია. ობიექტის ოპერირებისთვის აუცილებელი სათავსოები, როგორც წესი, ტექნიკურ მისასვლელებთანაა ახლოს, ამიტომ მიწისპირა სართული, ძირითადად,
ასეთი ფართებითაა დაკავებული. სტუმრებისთვის განკუთვნილი სივრცე პირველ სართულზე მთავარი
შესასვლელიდან იწყება და ნელ-ნელა ტერასულად, მეორე სართულისკენ ვითარდება. ასეთმა გადაწყვეტამ
ორი სართულის ერთ სივრცედ აღქმას შეუწყო ხელი. მეორე სართული ღია, გამწვანებული ტერასით სრულდება, რომლის 600 კვადრატული მეტრი მწვანე საფარს უჭირავს. მწვანე ტერასა ნიღბავს ავტოგასამართ
სადგურს და, ამავე დროს, ეფექტურად იყენებს მის გადახურვას. შენობის მრავალწახნაგოვანი გარსი – ვიტრაჟისა და მოსაპირკეთებელი პანელების სისტემა მიჰყვება და მრავალდონიან შიდა სივრცეს ფუთავს. ამიტომ შენობის გარე იერსახის ფორმირება შიდა სივრცეების გადაწყვეტებთან პირდაპირ კავშრიშია. ვფიქრობ, ნებისმიერი ტიპის პროექტი ასე უნდა ყალიბდებოდეს.

როგორც უკვე აღნიშნე, შენობის მეორე სართულის დიდი ნაწილი ღია, გამწვანებულ ტერასას უჭირავს. რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე არქიტექტურაში ეკოლოგიის თემა?

ეკოლოგიის თემას თანამედროვე არქიტექტურაში ბევრი მიმართულებით შეიძლება შევხედოთ. ერთ-ერთი
პირველი მიმართულება გამწვანებისადმი ინტერესის ზრდაა. ამის მიზეზად შეგვიძლია ურბანულ ცენტრებში
ხალხის კონცენტრირებისა და განაშენიანების სიმჭიდროვის მაღალი მაჩვენებელი მივიჩნიოთ. ასეთ
პირობებში, ადამიანს, ალბათ, ბუნებასთან დაბრუნების სურვილი უჩნდება. არქიტექტურული ხერხებითა
და თანამედროვე ტექნოლოგიებით კი ამის მიღწევა ნაწილობრივ შესაძლებელია. მეორე მიმართულება
გახლავთ გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა. ზოგჯერ მარტივი არქიტექტურული ხერხებით, შენობის
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი ისე დაპროექტება, რომ ბუნებრივი რესურსების
მოხმარება შემცირდეს, რაც, თავისთავად, დადებითად აისახება გარემოზე. ეკოლოგიის თემას არქიტექტურაში
კიდევ ბევრი მიმართულება აქვს – მშენებლობებისთვის გამოსაყენებელი მასალის დამზადების
პროცედურები, დიდ მანძილზე გადაზიდვების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი და ა.შ. ეკოლოგიის
თემას არქიტექტორი ამა თუ იმ სახით ყველგან უნდა ითვალისწინებდეს, სადაც კი ამის საშუალება მიეცემა.

აქცევენ თუ არა ყურადღებას ქართველი დამკვეთები შენობის ვიზუალურ მხარეს და არის თუ არა ამ მხრივგანსხვავება ქართველ და უცხოელ დამკვეთებს შორის?

დამკვეთებისთვის, რომლებთანაც ვთანამშრომლობ როგორც ქართველების, ისე უცხოელებისთვის –
ვიზუალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვა შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო არ
იქნებოდა და ვერც შედგებოდა. თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ ასეთი დამკვეთი ბევრი არ არის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ამ სფეროში ბევრი რამ დასარეგულირებელია როგორც პროფესიული ასევე საკანონმდებლო კუთხით. ვფიქრობ, საკანონმდებლო რეგულაციები დამკვეთის მხრიდან ვიზუალური
მხარისადმი ყურადღების ინიცირებას და, ზოგ შემთხვევაში, აუცილებლობასაც გამოიწვევს.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტორს საკუთარი ხელწერა ჰქონდეს?

ჩემი აზრით, არქიტექტორისთვის ინდივიდუალურ ხელწერაზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის თავისებური ხერხია. ასეთი მიდგომა საბოლოოდ უფრო საინტერესო შედეგის მომტანია, ვიდრე
ფასადური, ერთი და იგივე გეომეტრიული ხერხებით გადაწყვეტილი და, ხშირ შემთხვევაში, გრაფიკულ
დიზაინში გადასული არქიტექტურა. თუმცა, თუ ავტორს გამოიცნობ ამა თუ იმ პროექტში ან მის მიერ
აშენებულ ორ შენობას შორის მსგავსებას დაინახავ, ეს არ არის ცუდი. ხშირად მსგავსება პრობლემისადმი
მიდგომაში და გადაწყვეტილებებშიც შეიძლება შეინიშნებოდეს, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ.

ბოლო დროს აშენებული შენობები, კომპლექსები, ნაგებობები, რომლებმაც განსაკურებულად მოგხიბლა?

ესენია: Danish National Maritime Museum(არქიტექტორები – BIG), Tverrfjekkhytta (არქიტექტორები- Snohretta), Moses Bridge (არქიტექტორები- RO&AD Architecten), 1111 Lincoln Road (არქიტექტორები – Herzog & de Meuron), Parkroyal on Pickering (არქიტექტორები -WOHA).

როგორია არქიტექტურული განათლება საქართველოში?

დღეს ქართულ სასწავლებლებში, არქიტექტურულ ფაკულტეტებზე, სწავლის მხრივ რა მდგომარეობაა,
არ ვიცი, თუმცა სამხატვრო აკადემიაში ჩემი ყოფნის პერიოდს თუ გავიხსენებ, სწავლის ხარისხი საკმაოდ
დაბალი იყო და აუცილებელი პირობებიც, პრაქტიკულად, არ არსებობდა.

რა გამოცდილება იყო ჰარვარდის არქიტექტურულ სკოლაში, Harvard Graduate School of Design-ში სწავლა?

ეს სკოლა თავისი მრავალფეროვნებით, მატერიალურ ინტელექტუალური რესურსითა და ინტენსიური
რეჟიმით ძალიან საინტერესო და შთამაგონებელი გარემოა. აქ თავს იყრის ერთმანეთისგან განსხვავებული
გამოცდილების, კულტურისა და გეოგრაფიული ბექგრაუნდის მქონე ადამიანი. ლექციებისა და სემინარების
გარდა, ცოდნის გაზიარება სწორედ ამ ხალხთან ურთიერთობაში გრძელდება. GSD-ში ყოველ წუთს გიწევს არჩევანის გაკეთება, თუ რომელ ლექციას ან ვორქშოფს დაესწრო, რადგან ერთდროულად უამრავი
აქტივობაა. სასწავლებელი აღჭურვილია ბიბლიოთეკების ქსელით, სადაც ყოველთვის იპოვნი საჭირო ლიტერატურას. აქ მოდელირების მრავალფეროვანი დანადგარებით ლაზერული მჭრელების, 3D პრინტერების, ინდუსტრიული რობოტებისა და სხვა მოწყობილობების მეშვეობით ნებისმიერი მასშტაბის პროტოტიპის შექმნაა შესაძლებელი; ერთი სიტყვით, ისეთი სასწავლებელია, სადაც საქმეში ბოლომდე იძირები, ძილი გავიწყდება და იდეების განხორციელებაში დაბრკოლებები არ არსებობს.

მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

სტუდიაში რამდენიმე, ერთმანეთისგან მდებარეობით, მასშტაბითა და ტიპოლოგიით განსხვავებული პროექტი
გვაქვს. ვმუშაობთ სასტუმროების, მცირე და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების პროექტებზე, გვაქვს კლუბის დიზაინის დაკვეთა ბაქოში, აგრეთვე ველოდებით აბუ დაბიში ავტოგასამართი კომპლექსისა
და მასთან მიბმული ინფრასტრუქტურის ნაგებობებზე გამოცხადებული დახურული კონკურსის შედეგებს.

XII14XII15XII16

8

 

12