ID ნიკა მაჩაიძე

XIIsg

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

1 წუთი, უკაცრავად, ახლავე დავიწყებ…

2 წლის წინ გაჩნდა ლეა და ყველაფერი კიდევ ერთხელ რადიკალურად შეცვალა საოცრებისკენ… მანამდე პეტრემ… მანამდე მაქსიმემ…

3 კაკალი კონკიასათვის” არ მბეზრდებოდა ბავშვობაში, ალბათ, 100-ჯერ მაქვს ნანახი და მეჯლისის დროს რომ მუსიკაა (ბაროკო ტექნო), მსუქანი კაცი გოუგოუ დენსერი რომ ჯოხის კაკუნით რითმს კარნახობს მოცეკვავეებს, ზეპირად მახსოვს.

4 მუშკეტერის” (სინამდვილეში სამი მუშკეტერი და დ’არტანიანი, მაგრამ მე ასე მომწონს) ერთი სცენა
დღემდე მაოგნებს. როგორ ვერ მიხვდა მილედი, სიბნელეში რომ დ’არტანიანთან ქონდა სექსი და არა თავის საყვარელთან. დიუმა რაღაცას გვატყუებს…

5-ანი მივიღე… ხუთზე სულ “ცისფერი მთები” მახსენდება: „guten tag, mutti, დედიკო, დედიკო, ich habe eine funf bekommen“ და დედის პასუხი: „oh, meine liebe”.

6-ტეტი ანუ სექსტეტი, ანუ სტივ რაიხის სექსტეტი ექვსი მარიმბასთვის! საოცრებაა!

7 მეოთხედი, ხუთი მეოთხედი და ხუთი მეოთხედი… უფრო სწორად, პირიქით, 5-5-7 და ასევე ქვია
პეტ მეთენის საოცარ კომპოზიციას… თვლაც ასეთი აქვს. ჩემს პერმანენტულ ფლეილისტშია. საერთოდ, 7 ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის… უბრალოდ, მისტიურად მნიშვნელოვანი.

8-ოქტა. მანძილი ერთი ნოტიდან თავის სოულმეიტამდე ზედა ან ქვედა ოქტავაში.

9 ნახევარი კვირა… და არავინ არ მითხრას, რომ ბავშვობაში მუხლები არ უკანკალებდათ ამ „პავიდლო“ ფილმზე… ის საოცარი ტკბილი მუსიკალური თემა დღემდე მიყვარს, ვუსმენ ხოლმე და საერთოდაც არ მრცხვენია.

10 წელი… ყველაზე ცუდი დროის მონაკვეთია. რაღაცის შემდეგ ცხრა წელი რომ გადის, თითქოს არაფერი, მაგრამ როგორც კი ათი წელი გავა და ამას გააცნობიერებ, ხვდები, რომ დაბერდი.

11 – თერთმეტი… ჩემი დაბადების დღე და თვეა.

12 ნახევარტონი. თორმეტი ბგერა, რომელშიც თავისუფალი ვარ და რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. თორმეტი საფეხური, რომელიც ნოტმა უნდა გაიაროს ზედა ან ქვედა ოქტავაში თავის სოულმეიტამდე მისასვლელად.

ნინო დარასელი
ნინო დარასელი

პირველი ნომრის რედაქტორი