ილუსტრაცია: მაია აბაშიძე
ერთი – ღმერთი
ორი – ცოლი
სამი – კლასიკური სასიყვარულო სამკუთხედი
ოთხი – შვილი
ხუთი – შვილი მინდა
ექვსი – მთავარია სამი ექვსიანი არ იყოს
შვიდი – ფერი ცისარტყელის
რვა – უსასრულობა
ცხრა – მთას იქეთ – ცხრაკლიტულში დამწყვდეულიმზეთუნახავი
ათი – თითი მორბენალი როიალზე
თერთმეტი – დინამო თბილისი ყიფოსდროინდელი
თორმეტი – ოქტავა – 12 ნოტი – 12 ზოდიაქო-12 მოციქული
საუბრის დასასრული