როკ’ნ როლის ეპოქა

თანამედროვე როკ მუსიკის სიღრმემ და მრავლისმომცველობამ მუსიკალური ხელოვნების ისეთ განსაკუთრებულ და მრავალფეროვან ფორმად აქციეს ის, რომელსაც აქვს უნარი, გაითავისოს ბლუზის, ფოლკის, ლათინური რიტმების, ჯაზის და თვით კლასიკური მუსიკის ელემენტებიც კი. როკ მუსიკა 1950-იან წლებში დაიბადა და იქედან მოყოლებული ვიდრე დღემდე, მისი მიმზიდველობის ძირითადი ფაქტორი  სწორედ ის ემოციური სიმდიდრეა, რაც ასე იტაცებს მსმენელს. დღეს, ისევე როგორც 25 წლის წინ, როკ მუსიკის საუკეთესო ნიმუშები იტოვებენ უფლებას გამოხატონ პირადი განცდები, გულისწყრომა და თავისუფლებისკენ ლტოლვის წყურვილი. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების ტექსტებში დროდადრო გამოკრთება ხოლმე სევდა და უკმაყოფილება, მისი რიტმი მაინც ყოველთვის ხალისიანი და ოპტიმისტურია. ამერიკული სინამდვილის ფარგლებში ჩვენი ჟურნალი შეეცდება გაგაცნოთ ეს რთული მუსიკალური მოვლენა. სტატიის, “როკ’ნ როლი გუშინ და დღეს,” ავტორი იწყებს როკ’ნ როლის ფესვებიდან და თვალყურს ადევნებს მის ევოლუციას სამი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. სტატიაში “სინგერსონგრაითერები” მოკლედაა მოთხრობილი როკ და პოპ მუსიკის ყველაზე გამოჩენილ მუსიკოსებზე. აქვე წარმოდგენილი ალბომების ყდების ნიმუშები დაწყებული 50-იანებიდან და 80-იანების ჩათვლით, ისეთივე მრავალფეროვანი და გამომწვევია, როგორც თვით როკ მუსიკა.

ჯეფრი ჰაიმზი და რიჩარდ ჰარინგტონი

როკ მუსიკა
გუშინ და დღეს

ეფრი ჰაიმზი, მწერალი და ჟურნალისტი, ხშირად წერს როკ’ნ როლზე და, ზოგადად, პოპულარულ მუსიკაზე. რიჩარდ ჰარინგტონი, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” მუსიკალური კრიტიკოსია.

ვუდსტოკი 1969
1969 წლის 14 აგვისტოს ქეთსქილის მთების წვერზე წამომდგარი მზის შუქი 400 000-იან, ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ბრბოს დაეფინა. ისინი აქ ნიუ იორკიდან 120 კილომეტრში მყოფი ფერმის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, რათა დამტკბარიყვნენ სამდღიანი ვუდსტოკის მუსიკალური ფესტივალით – როკ მუსიკის გრანდიოზული კონცერტით, რომელმაც ამერიკის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის მსმენელი მიიიზიდა.
კოკისპირულ წვიმაში გვარიანად გალუმპული მაყურებელი სიხარულით მიესალმა სცენაზე გამოსულ ჯიმი ჰენდრიქსს, იმ დროს საუკეთესო გიტარისტს. ჰენდრიქსის მუსიკა, ისევე როგორც თვით ვუდსტოკის ფესტივალი, შემობრუნების მომენტად იქცა როკ მუსიკის ისტორიაში. მისი შესრულების მანერის თვალში საცემმა სიახლემ ნათელი გახადა ის, რომ როკ მუსიკა პოპულარული გართობიდან სერიოზულ ხელოვნებად იქცა. ამავე დროს, ჰენდრიქსის გიტარის ფეთქებადმა ბგერებმა ფართო პოპულარობა მოუტანა მას, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ისიც, რომ როკი ჭეშმარიტად სახალხო ხელოვნებად დარჩა, რომელსაც ბევრი მიმდევარი ჰყავდა ამერიკელ ახალგაზრდობაში.
როკ’ნ როლი ამ მოვლენამდე თხუტმეტიოდე წლის წინ ჩაისახა მრავალი მუსიკალური სტილის ელემენტების შერწყმის შედეგად. რიტმ ენდ ბლუზის, მისისიპის დაბლობზე მაცხოვრებელი შავკანიანების დაუხვეწავი საცეკვაო მუსიკიგან, მუსიკოსებმა გადმოიღეს მძიმე სინკოპირებული რიტმები და სიმღერის ემოციური მანერა. სოლისტის და გუნდის გადაძახილი, პროვინციული სამხრეთის და ურბანული ჩრდილოეთის შავკანიანი მოსახლეობის საეკლესიო მუსიკიდან, ხოლო მიამიტი სენტიმენტაულრობით გაჯერებული მომხიბვლელი და უბრალო მელოდიები კი როკში აპალაჩების მთებში მაცხოვრებელი თეთრკანიანთა მუსიკიდან მოვიდა.
ამ ნაზავმა, რომელშიც დრამატულობა, ტემპერამენტული ვოკალი და მკაფიო რიტმი მუსიკალურ ვირტუოზობაზე უფრო მნიშვნელოვანია, სრულად დაიპყრეს ახალგაზრდა აუდიტორია და როკი, რომელიც ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში გაჩნდა, ყველაზე გავრცელებულ მუსიკად იქცა ამერიკაში შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში.
ისევე, როგორც გართობის ინდუსტრიის სხვა სფეროებში მოღვაწე ცნობილი არტისტების შემთხვევაში ხდება ხოლმე, მაგალითად კინოში, თავიდან, როკის წარმატებული შემსრულებლები იშვიათად იწვევდნენ მათი მუსიკის ფართოდ გავრცელების სურვილს ხმის ჩამწერ კომპანიებში.
მუსიკოსები დიდებას ჯერ ადგილობრივი მუსიკის მოყვარულების მეშვეობით იძენდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე ეროვნული ხმის ჩამწერი კომპანიებისგან, რომლებსაც უკვე აღარ შეეძლოთ ასეთი შთამბეჭდავი შემსრულებლების იგნორირება.
როკ მუსიკამ, ფესვებშივე ჰიბრიდულმა, წლების განმავლობაში წარმოუდგენელი სიცოცხლისუნარიანობა გამოიჩინა. ის ითავისებდა სხვა მუსიკალურ სტილებს და მიმართულებებს, ზოგჯერ კი ინსტრუმენტების დასესხებასაც არ თაკილობდა, – ერთი სიტყვით, როკ’ნ როლი იყენებდა ყველაფერს, რაც მას თავისივე გავლენის გაძლიერებაში ეხმარებოდა.
1969 წლის ვუდსტოკის ფესტივალის მონაწილეები უამრავი სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლები იყვნენ; მიმდინარეობების, რომლებიც როკის 15 წლის არსებობის განმავლობაში ჩამოყალიბდდა. არლო გატრიმ, ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, ფოლკ შემსრულებელის – ვუდი გატრის შვილმა, მამის მიერ შექმნილი პროლეტარული ბალადები როკის ელექტრონულ რიტმებს მოარგო. Santana-მ, ლათინო ამერიკულმა ბენდმა კალიფორნიიდან, ელექტრო გიტარები სამხრეთ ამერიკულ რიტმებს დაადო. ჩიკაგოელი პოლ ბატერფილდის ბლუზ ბენდში შედიოდნენ როკის თეთრკანიანი და ჯაზის შავკანიანი შემსრულებლები. კანადურმა The Band-მა, რომელიც თავის დროზე პოეტთან და ტრუბადურთან, ბობ დილანთან ერთად გამოდიოდა, შეასრულა ლირიკული სიმღერები ფერმერულ ცხოვრებაზე, სიყვარულზე და საყვარელი ადამიანის დაკარგვის შედეგად გამოწვეულ ტყივილზე. მათგან განსხვავებით, Jefferson Airplane საოცრებათა და ფანტასტიკის სამყაროში გადაიჭრა. ვუდსტოკის ფესტივალისთვის როკმა უკვე მოახერხა გამხდარიყო ამერიკელი მოზარდების ორი თაობის საყვარელი მუსიკა. ახალგაზრდობა ღვინდებოდა და მასთან ერთად ღვინდებოდა სიმღერებიც. ორწუთიანი კომპოზიციების და გულითადი მონოლოგების მაგივრად გაჩნდა ათწუთიანი ღრმააზროვანი კომპოზიციები რთული ჰარმონიითა და ვირტუოზული რიტმით. ვუდსტოკმა როკ მუსიკა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა, მაგრამ, ამავე დროს, ამ მუსიკამ დაკარგა მისთვის დამახასიათებელი სიხალისე. ერთი მხრივ, როკი ხალოვნების ფორმად იქცა, მეორე მხრივ კი დიდ ბიზნესად. შეუთანხმებლობა როკის, როგორც ხალხური შემოქმედების და როკის, როგორც შემოსავლის წყაროს შორის დიდი ხანის არსებობდა, მაგრამ მოულოდნელად როკის აქციებმა მკვეთრად დაიწყეს ზრდა – ის გართობის ინდუსტრიის ოკეანის ტალღის წყვერზე მოექცა და თვით ჰოლივუდთანაც კი დაიწყო პაექრობა. როკის სიცოცხლისუნარიანობა მისსავე მუსიკაშია. ვუდსტოკი გამოირჩეოდა არა მარტო ფესტივალზე ჩამოსული მსმენელის რაოდენობით, არამედ აქ წარმოდგენილი ნაწარმოების რაოდენობითაც. ჯიმი ჰენდრიქსმა სიმღერა “Purple Haze” შეასრულა, ნილ იანგმა “Going back Home,” Sly & the Famili შტონე-მა თავისი “Dance To The Music” -ით გაახარა მსმენელი. მერე კი, როდესაც The Band-მა ბობ დილანის სიტყვებზე დაწერილი “The Wheel's On Fire” შეასრულა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს თვით მუსიკა გახდა ხილული: “ხომ იცი, ჩვენ ისევ შევხვდებით,/თუ მახსოვრობა არ გიღალატებს./ეს ცეცხლოვანი ბორბალი გზაზე მიგორავს,/უთხარი ჩემებს, რომ ადრე თუ გვიან ის აფეთქდება!”

`Amerika_1981_N293-002

ელვის პრესლი თეთრი ამერიკის მარტივ სიმღერებს შავკანიანთა მუსიკის სინკოპირებულ რითმებს უთავსებდა.

მემფისი, ტენესი, 1952-1956
მემფისი მდინარე მისისიპის აღმოსავლეთ ნაპირის მაღლობზე მდებარეობს, თითქოს უნაგირზე შემომჯდარი,
ფერმერული სამხრეთისა და ინდუსტრიული ჩრდილოეთის საზღვარზე. 1952 წელს მემფისელმა ყმაწვილებმა, ვინც ადგილობრივ რადიოსადგურს უსმენდნენ, მოუსმინეს ორ ბლუზმენს – ბი-ბი ქინგსა და ჰაულინ ვულფს; ეთერში ისმოდა ხმამაღალი შეძახილები და გიტარის უსიცოცხლო ჟღარუნი, ასე რომ აღიზიანებდა ამ ახალგაზრდების მშობლებს. სემ ფილიპსი, ხმის ჩამწერი სტუდიის ადგილობრივი მფლობელი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ისეთი ლეგენდარული ბლუზმენების ალბომები გამოუშვა, როგორებიც იყვნენ ქინგი, ვულფი, ბობი “ბლუ” ბენდი და ჯუნიორ პარკერი. Sun Records-ში, ფილიპსის ხმის ჩამწერ სტუდიაში, იყო ერთი მომცრო ოთახი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ჩაეწერა თავისი ფირფიტა, გვერდი ორ დოლარად. 1953 წლის ერთ მშვენიერ დღეს აქ ერთმა 18 წლის საბარგო მანქანის მძღოლმა შემოიარა ორი ბალადის ჩასაწერად. მისმა შესრულებამ ისე მოხიბლა სტუდიის თანამშრომელი ქალი, რომ მან გადაწყვიტა ახალგაზრდას სახელი და გვარი ჩაეწერა, – ელვის პრესლი!

ეს მოხდა იქამდე ერთი წლით ადრე, სანამ ფილიპსმა კიდევ ერთხელ დაპატიჟა პრესლი თავის სტუდიაში. მოსმენაზე პრესლიმ და მისმა ორმა აკომპანიატორმა სიმღერა “That's Allright Mama ” შეასრულეს. მუსიკოსები საკმაოდ უჩეულო ტემპში აყოლებდნენ ტაშს სიმღერას, ხოლო თვით პრესლი მთიანი პრვინციიდან ჩამოსული ახალგაზრდას მიხვრა-მოხვრით მღეროდა. ფილიპსმა ვერ მოითმინა და ოთახში შევარდა:
– რა არის ეს, რას აკეთებთ?
– თვითონაც არ ვიცით –
გამოუტყდნენ მუსიკოსები.

– კარგი –უპასუხა ფილიპსმა,
– დროზე ჩამოყალიბდით და
შეეცადეთ დაიმახსოვროთ
ყველაფერი ეს.
ის, რაც პრესლიმ და მისმა მუსიკოსებმა მოიგონეს გახლდათ ნაზავი თეთრკანიანთა ფერმერული სიმღერების მელოდიური დახვეწილობის, შავკანიანთა სინკოპირებული რიტმების და ბლუზის ექსპრესიულობისა.
ეს სრულიად ახალი ფორმა შეიძლება როკ’ნ როლის საწყის წერტილად ავიღოთ. სიმღერა “That's All Right Mama”
უმალ სენსაციად იქცა მემფისში და ნელ-ნელა პრესლის ჩანაწერებმა მთელ სამხრეთში გაითქვეს სახელი.
მან მიატოვა მძღოლობა და ქვეყანაში გასტროლებზე დაიწყო სიარული. სიმღერის მისეული მანერა, ფეხის და თეძოების უცნაური მოძრაობის და თმის შუბლიდან მოწყვეტით გადაყრის თანხლებით, სრულ სიგიჟეს იწვევდა ახალგაზრდა გოგონებში.

1955 წელს ანტერპრენიორი ტომ “პოლკოვნიკი” პარკერი (პოლკოვნიკი საპატიო წოდებაა სამხრეთში) პრესლის იმპრესარიო გახდა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხმისჩამწერ ფირმა RCA Records-თან გააფორმა პრესლის საკონტრაქტო ხელშეკრულება. ეს კონტრაქტი სწორედ ის კოზირი იყო, რომელიც ასე ესაჭიროებოდა პრესლის. RCA-ს მხარდაჭერით, რომელსაც ყველაფერთან ერთად პროდუქტის გასაღების ფართო შესაძლებლობებიც გააჩნდა, პრესლიმ ჩაწერა ალბომი “Heartbreak Hotel,” რომელიც გაყიდვებით პირველ ადგილზე გავიდა ქანთრი ენდ უესთერნის, რიტმ’ენ ბლუზის და პოპის კატეგორიებში. ამ ალბომზე ფერმერული პოეტური მოტივების სენტიმენტალურობას გვერდს უმაგრებდა გიტარის ბლუზური აკორდები. პრესლიმ მუსიკალური ჟანრების საზღვრები მოშალა და ამ გზით, ამერიკის ახალგაზრდობამ პრესლის მუსიკაში დაინახა საკუთარი ფარული უკმაყოფილობის გამოხატვის შესაძლებლობა. ასე იქცა პრესლი ახალგაზრდობის კერპად, ხოლო როკი კი – რასობრივი ჩაგვრის, სექსუალური ტაბუს და მოძველებული ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ. შემდგომი ოცდაშვიდი თვის განმავლობაში პრესლიმ ჩაწერა თოთხმეტი სიმღერა და თითოეული მათგანი ერთ მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ასე დაიწყო ამერიკულ პოპ-მუსიკაში მისი ბატონობის ხანა.

პრესლის წარმატებით შეგულიანებული სამხრეთელი მუსიკოსები სემ ფილიპსის სტუდიას მიაწყდნენ. ტეხასიდან როი ორბისონი ჩამოვიდა, ლუიზიანიდან – ჯერი ლი ლუისი,არკანზასიდან – ჩარლი რიჩი და ჯონი ქეში. ყველა “Sun Records”-ში წერდა ალბომებს. ლაბოკში, ტეხასის შტატი, პრესლის გამოსვლის შემდეგ, ბადი ჰოლიმ, ადგილობრივმა მუსიკოსმა, სახელგანთქმული გასტროლიორის მიბაძვით დაიწყო თავისი კარიერა.

1957 წელს პრესლის აქამდე მომაჯადოებელ მუსიკას ნელ-ნელა გაუვიდა ყავლი. ის ჰოლივუდმა მიიზიდა, სადაც მან ბევრ უფერულმუსიკიან უფერულ ფილმში ითამაშა. შემდგომში, მიუხედავად იმისა, რომ მან ვეღარ მოახერხა სწრაფად განვითარებად როკში თავისი ადრეული მდგომარების შენარჩუნება, ის მაინც პოპულარულ მომღერლად დარჩა, ძირითადად, ნოსტალგიური გრძნობებით შეპყრობილი მსმენელისათვის და ეს ასე გაგრძელდა მის გარდაცვალებამდე 1977 წელს. 

იმაში, სადაც პრესლის მოეცარა ხელი, ტეხასელმა ბადი ჰოლიმ მოახერხა წარმატების მიღწევა. ჰოლი თვითონ ირჩევდა მუსიკოსებს, თვითონ წერდა სიმღერის ტექსტებს და თვითონვე უძღვებოდა ჩაწერის პროცესს. მისი ასეთი პირადული მიდგომის გამო, ჰოლის სიმღერები იმ დროს როკში არსებულ სხვა ნაწარმოებზე უფრო ღრმა და ადვილად გასაგები იყო. უცნაური სლუკუნით გაჯერებული შესრულების მისეული, ნერვიული მანერა სიმღერებს აღიარებით ხასიათს მატებდა. ჰოლის სიმღერებს ინტიმური დრამასავით ჟღერადობა ქონდათ, თითქოს როკის რიტმები აიძულებდნენ მომღერალს, გაეცა ყველა თავისი საიდუმლო. როდესაც ჰოლი მღეროდა: “ცხოვრება ლოდინში გვალიე, მაგრამ დღეს, როდესაც შენ ჩემთან დარჩები, ყოყმანს ბოლოს მოეღება,” ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ის ბგერებთან ერთად ლივლივებდა ჰაერში. სუსტმა და ახლომხედველმა, მან მაინც დაამტკიცა, რომ როკის კარგი შესრულებისთვის სულაც არაა აუცილებელი იყო მიმზიდველი – მთავარია მუსიკა. 1959 წელს შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდში მყოფი ოცი წლის მომღერალი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ამ ტიპის მუსიკოსებმა სახე უცვალეს ამერიკულ მუსიკას და ყოველთვის, როდესაც როკის შემსრულებლებს უნდათ პატივი მიაგონ წარსულის ტრადიციებს, მათ თავის რეპრტუარში აუცილებლად შეაქვთ ელვის პრესლის, ბადი ჰოლის, ჯერი ლი ლუისის და ამ ჟანრის სხვა პიონერების სიმღერები.

`Amerika_1981_N293-003

რეი ჩარ ლზმა როკ’ ნროლში საეკლესიო მუსიკის ელემენტები შემოიტანა. 

კლივლენდი, ოჰაიო 1951 – 1958
1951 წელს, კლივლენდელი მოზარდები რადიომიმღებებს რადიოსადგურ WJW-ზე აწყობდნენ, რომელიც როკ-კონცერტებს გადაცემდა. ალან ფრიდი, დისკ-ჟოკეი (პროგრამის წამყვანი), სწრაფი ლაპარაკით, ტემპერამენტით და მუსიკისადმი ლტოლვით გამოირჩეოდა. ის მოხიბლული იყო ბილ ჰეილის და მისი ბენდის, “კომეტების” სიმღერის “Rock-A-Bratin’ Boogie“ რეფრენით: Rock, rock, rock, everybody, roll, roll, roll, ევერყბოდყ, მასვე მიაწერენ ტერმინ როკ’ნ როლის პოპულარიზაციას, თუმცა ამ ფრაზამ ადრე უკვე გაიჟღერა სხვა ცალკეული შემსრულებლების სიმღერებში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
ფრიდი ყურადღებას არ აქცევდა მუსიკოსების კანის ფერს, იმ დროს, როდესაც რასობრივი სეგრეგაცია ჯერ კიდევ ფეხმოკიდებული იყო. იმპრესარიო რომ გახდა, მან დაიწყო როკ-კონცერტებზე ბილეთების გავრცელება შავკანიან და თეთრკანიან მოზარდებში, კონცერტებზე, სადაც შავკანიანი და თეთრკანიანი მუსიკოსები უკრავდნენ, რითაც კონსერვატიულად განწყობილი მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია.ფრიდის
ენთუზიაზმი გადამდები გახდა. მას ჩვევად ქონდა ტელეფონების წიგნის სტუდიის მიკროფონის გვერდზე დადება, რომელზეც ხელის ხმამაღალი დარტყმით აყოლებდა ტაქტს მუსიკას, და ხშირად წაუმღერებდა კიდეც. მის მიერ ორგანიზებულ პირველ კონცერტზე 30 000 მსმენელი მივიდა, თუმცა დარბაზი მხოლოდ 10 000 ადამიანზე იყო გათვლილი და ამის გამო, კონცერტის გადადება მოუხდათ. ორი წლის შემდეგ, ფრიდმა ნიუ იორკის კინოთეატრ “პარამაუნტში” დაიწყო კონცერტების მოწყობა; იმ კონცერტებზე შავკანიანები ბლუზს უკრავდნენ, თეთრკანიანები კი – როკ’ნ როლს. წარმატება ძალიან დიდი იყო, რის შედეგადაც რასობრივმა ბარიერმა პოპ მუსიკაში ნელ-ნელა დაიწყო გაქრობა.

`Amerika_1981_N293-0042

ბადი ჰოლიმ, რ ომელიც ოც ი წლის ასაკში დაიღუპა, მოასწრო უამრავი სიმღერის შექმნა და ჩაწერა.

ფრიდის მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე ადრეული როკის ბევრი ცნობილი ნაწარმოები სრულდებოდა, და მათ შორის, ბილ ჰეილის და “კომეტების” “Rock AroundThe Clock”, რომელიც დღემდე ითვლება მსოფლიო როკ
მუსიკის ბესტსელერად.

ჩაკ ბერი ალან ფრიდის კონცერტების დამრტყმელი ძალა იყო. ბადი ჰოლის მსგავსად, ისიც თვითონ წერდა თავის სიმღერებს. მსმენელი გიტარის პირველივე აკორდებიდანვე იხიბლებოდა, ხოლო ბერის ვერბალური კალამბურები და სიტყვათა თამაში კიდევ უფრო აძლიერებდა ახალგაზრდების შემართებას. ის როკის ყველა თაყვანისმცემელის საბრძოლო შეძახილის ავტორი იყო; იმ ადამიანების, ვინც ცდილობდნენ განთავისუფლებულიყვნენ კლასიკური მუსიკის ტრადიციის ზეწოლისგან და მხოლოდ ისეთი მუსიკის მოსმენა სურდათ, რომელიც მათ ეხებოდა და მათთვის იწერებოდა. ბერი მღეროდა: “შემეშვი, ბეთჰოვენო! დღეს ისევ როკს მინდა ვუსმინო!” მისი სიმღერის ტექსტები მახვილგონიერი იყო, ხოლო გიტარის აკომპანიმენტი კარგად ესადაგებოდა მათ შინაარსს. ბერი დღემდე უკრავს და ის მისაბაძ მაგალითად რჩება მიმდევრებისთვის, რომელთა შორის არიან: The Beatles, Rolling Stones , Greateful Dead, ბობ სიგერი, ლინდა რონსტადტი და სხვები.

`Amerika_1981_N293-0041

ანსამბლი „ბიჩ ბოიზ“ 60-იან წლებში სერფინგს უმღეროდა, მოგვიანებით კი დისკო მუსიკის ვარსკვლავად იქცა

ნიუ იორკი 1957 – 1963
50-იანი წლების ბოლოს და 60-იანების დასაწყისში ბროდვეიზე მყოფი ბრილის შენობის მბრუნავ კარში ბევრმა მეტ-ნაკლებად ცნობილმა სიმღერების ავტორმა შეაბიჯა. ყველა ეს არტისტი იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, ვინც “თინ ფენ ელი”-ში შექმნილ მუსიკალურ ტრადიციებს აგრძელებდნენ, რომელიც 1800-დან მოყოლებული, აკმაყოფილებდა ამერიკელთა გემოვნებას. ესენი იყვნენ ქეროლ ქინგი, ნილ სედაკა, ჯერი ლეიბერი, მაიკლ სტოლერი. ყველა ეს არტისტი ახალგაზრდებისთვის წერდა მუსიკას. მათ სიმღერებს კი ისეთი ჯგუფები ასრულებდნენ, როგორიც იყვნენ The Coasters, The Drifters , The Righteous Brothers , Little Eva და ელვის პრესლი.

ხუთი წლის განმავლობაში, “ბრილის შენობამ” შექმნა და გამოსცა იმაზე მეტი პოპულარული სიმღერა, ვიდრე ამავე ტიპის ნებისმიერმა სხვა დაწესებულებამ. ბევრი ახალგაზრდისთვის ამ სიმღერების მელოდია და სიტყვები მათივე ცხოვრების ისეთივე განუყოფელ ნაწილად იქცა, როგორც სკოლა და მეგობრები. მაგალითად, “Love Potion Number Nine ” – ესაა მხიარული სიმღერა ერთ უბედო შეყვარებულზე და ბოშების მკითხაობის სავალალო
შედეგზე, ვისაც ის დახმარებისთვის მიმართავს. “Will You Love Me Tomorrow”
– ესაა სიმღერა მოზარდულ განცდებზე, ხოლო “Leader of the Pack ” მოტოციკლისტების ბანდის ლიდერზე შეყვარებულ გოგონაზე.

“ბრილის შენობის” სიმღერების ავტორებმა ემოციურ როკში პროფესიონალიზმი შეიტანეს. სწორედ მათი რიგებიდან გამოვიდა ორკესტრირების და პროდიუსირების შეუდარებელი ოსტატი ფილ სპექტორი.

ცხრამეტი წლის ფილი ნიუ იორკის ერთ-ერთ კანტორაში მუშაობდა გზავნილების დამტარებლად. ერთხელ ახალგაზრდას ბედმა გაუღიმა, – ხმისჩამწერმა სტუდიამ “Atlantic records” თავისი სიმღერის ჩაწერის
საშუალება მისცა მას. ასე დაიბადა “Spanish Harlem ”, სადაც მოთხრობილი იყო საოცარ ვარდზე, რომელიც ერთი მივარდნილი უბნის ტროტუარზე ხარობს; სიმღერის ჩუმ და ნაზ ბგერებში ასეთი საოცრება შესაძლებლად ჩანდა. იქ, სადაც სხვა მუსიკოსები აკომპანემენტისთვის ერთ გიტარასაც თვლიდნენ საკმარისად, სპექტორიმა ოთხი გიტარისტი, სამი დრამერი, ათი მესაყვირე და სიმებიანი ინსტრუმენტების და მომღერალთა მთელი არმია მოიწვია, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა მომღერლის შესრულების მანერას. ის არა მარტო ერთმანეთზე ახვავებდა ბგერებს, არამედ გულმოდგინედ არჩევდა თითოეულ ელემენტს ე.წ. “ბგერის კედელში,” რაც დამატებით ემოციურ სიმძლავრეს მატებდა ყველაზე ჩვეულებრივ სიტყვებსაც კი.

ბრილის შენობაში სპექტორი თვით განგებამ მიიყვანა  სწორედ იქ ჩაწერა მან თავისი ყველაზე საუკეთესო ჩანაწერები აიკ და თინა ტერნერებთან, The Righteous Brothers , The Cristalls, The Ronettes. ოცდაერთი წლის ასაკში ის უკვე მილიონერი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა როკის სამყაროში. სპექტორმა უჩვენა თავისი უნარი, გაეფართოვებინა და გაეღრმავებინა როკის მუსიკალური დინამიკა სტუდიის ფარგლებშიც კი. მოგვიანებით სპექტორი ლოს ანჯელესში გადავიდა და 60-იანების ბოლოს რამდენიმე ალბომი ჩაწერა “ბითლზთან” ერთად.

XII_issue4_Content_Page_06086

დაიანა როსი და „სუპრიმს“ მოთაუნის სტუდიის საუკეთესო სახეს წარ მოადგენდა.

ატლანტა, ჯორჯია 1953 – 1968
ამ ქალაქის მუსიკალური ტრადიციების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა შავკანიანთა პროტესტანტულმა ეკლესიამ. საკვირაო წირვებზე ატლანტელი მრევლი აქტიურად რეაგირებს პასტორის შეკითხვებსა და მოწოდებებზე. ექსტაზის მომენტის დადგომისას, პასტორი ან სოლისტი-მგალობელი იწყებს გულში ჩამწვდომი ჰიმნების სიმღერას და ამ დროს მთელ მრევლს აიყოლიებს ხოლმე, რომელიც რიტმში მიყვება სოლისტს. ბევრი საუკეთესო მომღერალი და a-cappella კოლექტივი სწორედ ამ საეკლესიო თემებიდან მოდის, რითაც ასე მდიდარია ჯორჯიის დედაქალაქი.

მრევლის წევრები ხშირად მკვეთრ საზღვარს ავლებენ ზნეობრივ სულიერ მუსიკასა და “სულის გამხრწნელ” ბლუზს შორის. მიუხედავად ამისა, 50-იან წლებში ბევრი ახალგაზრდა შავკანიანი მომღერალი მიხვდა, რომ მათ შორის განსხვავება არც თუ ისე დიდია – თუ იესოს სახელს ქალების სახელებით ჩაანაცვლებ, შეიძლება სახარების ემოციური სიმძლავრის მიმართვა უფრო სეკულარულ მუსიკალურ ჟანრშიც.

ერთ-ერთი პირველი, ვინც რელიგიური ბარიერის გადალახა, ტენორი კლაიდ მაკფატერი და მისი ბენდი
The Drifters იყო, ვინც საეკლესიო მუსიკაში ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიები და სინკოპირებული
რიტმები შეიტანა. ახალმა ჟანრმა 1953 წელს ალბომით “Money Honey” ამცნო თავისი გამოჩენის შესახებ და ამ ალბომმა უმალ მოიპოვა ფართო აუდიტორია.

 ნამდვილი გარდატეხა კი 1954 წელს მოხდა, როდესაც რეი ჩარლზმა, უკვე ფეხმოკიდებულმა ჯაზმენმა და ბლუზის შემსრულებელმა, ჩაწერა სიმღერა “I Found A woman .”ჩარლზის ფორტეპიანოს აკომპანემენტი ეკლესიურად კადანსური იყო, გაჯერებული ტიპური აკორდებით, მაგრამ ჩვეული “ვიპოვნე იესოს!” მაგივრად, ის “ვიპოვნე ქალს!’ ამბობდა. ჩარლზი თავისუფლად მღეროდა, მისი ხმა ტრიუმფალური ფალცეტით იჭრებოდა მაღლა და მერე კი ხრინწნარევი კმაყოფილებით ეშვებოდა დაბლა და დაბლა. ზოგჯერ მომღერალი ხმამაღალი “დიახ!”-ით ასრულებდა ფრაზას.

ჩარლზის ექსპრესიული, ხავერდოვნად შესქელებული ხმა დიდებულად ესადაგებოდა როკზე გადასვლის ფაზას, – მას შეეძლო ყოფილიყო უხეშიც და ხავერდოვანიც ისე, რომ მისი გულწრფელობა და დამაჯერებლობა ერთდროულად ეფექტური იყო საეკლესიო ჰიმნებშიც და როკშიც. ასე შეიტანა ჩარლზმა როკ მუსიკაში ემოციურობის ელემენტი.

მალე რეი ჩარლზი უმტკივნეულოდ გადავიდა ფსალმუნებიდან როკზე, ბლუზსა და ქანთრიზე და ის დღემდე იწერს ალბომებს.

მომღერლების მთელმა რიგმა, ვინც საეკლესიო გუნდებში დაიწყეს სიმღერა, გააგრძელეს მაკფატერის და ჩარლზის მიერ დაწყებული. მათ შორის არიან სემ კუკი, სამხრეთელი ბლუზმენი ოტის რედინგი და ჯეიმზ ბრაუნი.

შავკანიანთა საეკლესიო სიმღერების გავლენა როკ მუსიკაზე აშკარაა. ნებისმიერი სიმღერა პულსირებადი
რიტმით, რთული ჰარმონიით და გადაძახილის ელემენტებით ყოველთვის ვალში იქნება შავკანიანთა საეკლესიო ჰიმნებთან.

XII_issue4_Content_Page_06286

ჰოთორნი, კალიფორნია 1962 – 1965
ჰოთორნიში, ლოს ანჯელესის ერთ ერთ გარეუბანში მაცხოვრებელი ახალგაზრდობის უმეტესობა თავისუფალ დროს ყოველთვის პლაჟზე ატარებდა. ბრაიან უილსონი ჰოთორნის საშუალო სკოლის ფეხბურთის გუნდის წევრი, ცალი ყურით ყრუ, პირქუში და დროდადრო ჩაკეტილი ახალგაზრდა იყო. სანამ მისი ძმები მანქანით სეირნობდნენ პლაჟის გაყოლებაზე, ბრაიანი სახლში იჯდა, ფორტეპიანინოზე უკრავდა და რადიოთი მოსმენილი მელოდიის ოთხივე პარტიას იმეორებდა. ერთხელ ბრაიანის ჩვიდმეტი წლის ძმა დენისი სახლში დაბრუნდა და აღტაცებულმა მოყვა თავის ახალ გატაცებაზე – სერფინგზე. მიუხედავად იმისა, რომ
ბრაიანს არასდროს უცდია სერფინგზე დადგომა, ძმის მონაყოლმა მზიან პლაჟზე, ზღვაზე და ამისგან მიღებულ სიამოვნებაზე, დიდი გავლენა მოახდინა მასზე – მან დაწერა სიმღერა “სერფინგი”.

ბრაიანმა, მისმა თხუთმეტი წლის ძმამ კარლ უილსონმა, ბიძაშვილმა მაიკ ლავმა და თანაკურსელმა ალ ჟარდინმა “ბიჩ ბოიზის” სახელით ჩაწერეს ალბომი. ამ ალბომმა ნამდვილი სენსაცია მოახდინა ჰოთორნში. წარმატებით შეგულიანებულმა ბრაიანმა გაორმაგებული ენერგიით გააგრძელა სიმღერების წერა, რომლებშიც თავისებურად ახრხებდა კალიფორნიელი ახალგაზრდობის ცხოვრების წესის იდეალიზებას. ის წერდა სიმღერებს სერფინგზე (Surfin Safari), მანქანებზე (I Get Around), გოგონებზე (The Girls On The Beach). სიმღერის ტექსტები მომხიბვლელად უბრალო იყო. უილსონის სიმღერებში ცხოვრება მაცდური და ლამაზია. მილიონობით ახალგაზრდას უსიტყვოდ სჯეროდა მისი სიტყვების. უილსონს შეეძლო ჰამონიულად გამართული დიდებული მელოდიების შექმნა. თავიდან ჰარმონია ტრადიციული იყო, მაგრამ ნელ-ნელა ეს სიმღერები გრძელ კომპოზიციებად იქცნენ, რთული აკორდებით და ბასის უჩვეულო პარტიებით.

ვინაიდან ბენდში არც თუ ისე კარგი მუსიკოსები იყვნენ, უილსონი ძირითად ყურადღებას სიმღერების ვოკალურ მხარეს უთმობდა. მან ბენდი ხუთ ხმად დაჰყო (მოგვიანებით “ბიჩ ბოიზი” კვინტეტი გახდა), სადაც ძირითადად მაიკ ლავის ძლიერ ტენორზე და კარლ უილსონის მსუბუქ ფალცეტზე აკეთებდა ძირითად აქცენტს. მანვე ასწავლა მათ, თუ როგორ დაეცვათ ხმის სიმაღლის და ტაქტის სიზუსტე. შედეგი მართლაც რომ შესანიშნავი აღმოჩნდა.

სიმღერის, The Girls On The Beach ტექსტი გამოირჩევა მარტივი რომანტიკული ფანტაზიით, თუმცა უილსონის გაფორმებით ის ძალიან იზიდავდა ახალგაზრდებს, რომელთაც ლამაზი ცხოვრება სურდათ. დასაწყისში ბენდის წევრები მელოდიას ღიღინით იწყებენ, თითოეული მისთვის მოცემულ ტონში. ხმები სიმღერის პირველ სტროფში ზღვის მოვარდნილი ტალღებივითაა, ხოლო ბას-გიტარა თითქოს ცდილობს ამ მოვარდნილი ტალღების სიმძლავრის შეჩერებას. მალე ხუთივე ხმა ერთმანეთს ერწყმის, ხმოვანება გუნდური ხდება და ბოლოსკენ ნელ-ნელა ქრება, რითაც ხაზს უსვამს ფანტაზიის მოჩვენებითობას.

ბადი ჰოლის შემდეგ, ბრაიან უილსონი პირველი მუსიკოსი იყო, ვინც ჩაწერისას სრულ ავტონომიურობას მიაღწია. ხმისჩამწერი სტუდია თავისი დანადგარებით,ბგერის ტრანსფორმაციის, გაძლიერების, შერბილების და არეკვლისათვის თითქოს თავად იყო ერთი დიდი ინსტრუმენტი და უილსონმა პირველმა გამოიყანა სრულად მთელი მისი პოტენციალი. მან კიდევ უფრო დახვეწა სპექტორის მიერ აღმოჩენილი “ბგერის კედლის” ტექნიკა, რომლის ჰარმონიულ მაქმანებში ურევდა სიცილის ჰარმონიულ განშტოებებს, მარიმბის ხმებს, აკორდეონს, სინთეზატორებს, სხვადასხვა დასარტყმელ ინსტრუმენტს და ველოსიპედების საყვირებს. მოკლე დროში მიღწეული წარმატების უღელი, ფული და დიდება აუტანელ ტვირთად დააწვა ბრაიან უილსონს და 1964 წელს, როდესაც “ბიჩ ბოიზის” ალბომი სამი წლის განმავლობაში დარჩა ეროვნული ბესტსელერების პირველ ათეულში, უილსონს ნერვიული შეტევა დაემართა. მან შეწყვიტა ტურნეებში სიარული და ხმისჩამწერ სტუდიაში გამოიკეტა.

1966 წელს უილსონმა დაასრულა მუშაობა ალბომზე “Pet Sounds,” რომელიც როკის ისტორიაში ერთ-ერთ
საუკეთესოდ ითვლება. როკ-მუსიკის განვითარებაზე უილსონის გავლენა ძალიან დიდია. მან დაამტკიცა, რომ ამ მუსიკაში შესაძლებელია ახალი ტექნიკური საშუალებების მთელი არსენალის გამოყენება ისე, რომ მოახერხო მსმენელის შენარჩუნება. უილსონმა შექმნა ჰარმონიის ახალი სტილი, რომლის ათვისებასაც დღემდე ცდილობენ.

დეტროიტი,
მიჩიგანი 1962–1966

დეტროიტი მუდამ იყო ცნობილი, როგორც ავტომრეწველობის ცენტრი შეერთებულ შტატებში, მაგრამ 60 იანების დასაწყისში ის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ცენტრადაც იქცა, სადაც ბერი გორდი-უმცროსმა დიდებული და მიმზიდველი ალბომების მთელი სერია შექმნა.

 გორდის სტუდიის ვიწრო სტუდიიდან, “მოთაუნის” იარლიყით, დღის სინათლეს მოევლინა ბრილის შენობის სიმღერების შავკანიანთა ვერსიები, პოპულარული მელოდიები სხვადასხვა მუსიკალური კოლექტივის შესრულებით. ისეთმა სახელებმა, როგორიცაა სმოუქი რობინსონი და “მირაქლზ,” მერი უელსი, The Marvelettes,
temptations, მარვინ გეი, სტივი უონდერი და შუპრემეს გორდი ხმისჩამწერი ინდუსტრიის ლიდერად აქცია. 1966 წელს მისი ფირმის მიერ გამოცემული ალბომების 70 პროცენტი ბესტსელერების სიაში შევიდა. რაც შეეხება გორდის მიერ წლიდან წლამდე განხორციელებულ ცვლილებებს, ის აქ, ამ მხრივ, ავტოინდუსტრიის მიერ გაკვალულ გზას არჩევდა – არავითარი რადიკალური ცვლილება, გარეგნული დეტალების გარდა. წარმატების შემთხვევაში, სიმღერა ყველა შესაძლებელ ფორმატში იწერებოდა, თუმცა კი მისი არსი უცვლელი რჩებოდა. “მოთაუნის” მიერ ჩაწერილ სიმღერებში დასარტყამები ტაქტის მეორე და მეოთხე წილადზე აკეთებდნენ აქცენტს და არა ჩვეულ პირველ და მესამე ტაქტებზე. რიტმ-გიტარის მკვეთრი აკორდები კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამდნენ ხაზს სიმღერის საცეკვაო რიტმიკას. ვოკალური ნაწილი ხანმოკლე ამონათებებით, თუმცა კი მთელი სიმძლავრით სრულდებოდა. როდესაც სიმღერა “Top Force ”-ის შეძახილში – “შეეცადე რომ მომწვდე და შენი გავხდები” – საეკლესიო გალობის გამოძახილი ისმოდა, ეს ქსოვილი დოლების ბაგა-ბუგით და გიტარის ფეთქებადი აკორდებით ძლიერდებოდა.

“მოთაუნის” არტისტების უმრავლესობა ქალაქის ღატაკი რაიონებიდან იყვნენ. მათი მუსიკა შავკანიანთა კულტურის ნაყოფი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის თეთრკანიანი მსმენელის მოზრდილ აუდიტორიასაც იზიდავდა. ამის საუკეთესო მაგალითია The Supremes – შავკანიან ქალ-მომღერალთა ტრიო. ახალგაზრდული ენთუზიაზმი და მაღალი პროფესიონალიზმი დაეხმარა ტრიოს რომანტიკულად შეფერილი სიმღერების მთელი სერია ჩაეწერა. 70-იან წლებში The Supremes უფრო მარტივ და ადვილად აღსაქმელ მუსიკალურ ფორმებზე გადავიდნენ, რაც გათვლილი იყო მოზრდილი თაობის მასობრივ აუდიტორიაზეც; მერე კი ბენდის სოლისტმა, დაიანა როსმა ბენდი დატოვა. უფრო მოგვიანებით ტრიო დაიშალა, როსმა კი წარმატებით ითამაშა ფილმებში “Lady Sings The Blues” და “Wizard of Oz.” “მოთაუნმა” შავკანიანი შემსრულებლების და კომპოზიტორების
გამორჩეული თაობა გაზარდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენა ნელ-ნელა შესუსტდა ათწლეულის ბოლოს, 60-იანი წლების “მოთაუნის” პოპულარული ალბომების სია როკ მუსიკის საგანძურშია შესული.

`Amerika_1981_N293-007

ავსტრალიური ანსამბლი „ბი ჯიზი“ სამი ძმისაგან შედგება, რომლებიც შტატებში „ბრიტანული შემოჭრისას“ ჩამოვიდნენ 60-იან წლებში. მოგვიანებით ისინი დისკოს ვარსკვლავებად იქც ნენ.

დიდი ბრიტანეთი და ამერიკია 1962 –1969
1962 წლამდე მუსიკალური დიდი ბრიტანეთი ამერიკაში მიმდინარე როკ-რევოლუციას გვერდიდან აკვირდებოდა. ბრიტანელი ახალგაზრდობა დიდი რაოდენობის ამერიკულ ალბომებს იძენდა, იქაური მუსიკოსები კი ცდილობდნენ მიებაძათ ჩაკ ბერისა და რეი ჩარლზისთვის. ბრიტანელი მუსიკოსების ახალმა თაობამ, რომელიც მოღვაწეობას ამერიკული როკის და ბლუზის მიმბაძველობით იწყებდა, ახალგაზრდულ კლუბებში დაიწყეს გამოსვლა. 60-იანი წლების პირველ ნახევარში ინგლისური ბენდები სოკოებივით იზრდებოდნენ: ერიკ ბერდონმა The Animals შექმნა, ვან მორისონი Them-ს შეუერთდა, რეი და დეივ დევისებმა The Kinks შექმნეს, ერიკ კლეპტონი ჯერ Yardbirdsს”-ს შეუერთდა, მერე კი Cream შექმნა.

ყველაზე ღირსშესანიშნავი ინგლისური კოლექტივი კი, უდავოდ, The Beatles იყო – პოლ მაკარტნი – ბასი, ჯონ ლენონი – რიტმ გიტარა და ჰარმონიკა, ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი გიტარა და რინგო სტარი – დრამი. ისინი თავიანთი მშობლიური ლივერპულის ბარებში უკრავდნენ და ხშირად დადიოდნენ გერმანიაში, სადაც ამერიკელი ჯარისკაცებისა და გერმანელი ახალგაზრდებისთვის ჰამბურგის ბარებში უკრავდნენ.

1964 წლის დასაწყისში, “ბითლზის” ხალისიანმა მუსიკამ აშშ-ში ჩააღწია. ახალგაზრდა ამერიკელებმა მათი ალბომების დიდი რაოდენობით შესყიდვა დაიწყეს. როდესაც “ბითლზი” პირველად ჩავიდა ნიუ იორკში, მათ ათასობით აღტაცებული თაყვანისმცემელი დახვდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ისინი ტელევიზიით გამოვიდნენ და საბოლოოდ დაიპყრეს ამერიკელთა გულები. ცოტა ხანში, მათ ხუთი ალბომი ჩაწერეს შეერთებულ შტატებში და ხუთივე ჩარტების პერველ ადგილზე მოხვდა. ეს მიღწევა დღემდე მიუწვდომელია სხვებისთვის.

“ბითლზის” ყოველი კონცერტი ყოველთვის გრანდიოზულ მოვლენად იქცეოდა ხოლმე, გაჟღენთილი აღტაცებით, კერპთაყვენისმცემლობით და მუსიკით. ბენდის ყოველი ალბომი სენსაცია და მწვავე დისკუსიების საგანი ხდებოდა სკოლის ბუფეტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო მათი ყოველი ახალი ალბომი, მუსიკალური თვალსაზრისით, ყოველთვის აღემატებოდა წინას.

მეორე ინგლისური კოლექტივი The Rolling Stones “ბითლზის” სრული ანტიპოდი იყო; შესრულების უშუალო მანერის ნაცვლად, მათ უპირატესობა თავზეხელაღებული ბიჭების იმიჯს მიანიჭეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს ბენდი დიდებულად ასრულებდა საკუთარ მუსიკას. კიტ რიჩარდსი, ბენდის გიტარისტი, ინსტრუმენტისგან ჰიპნოტურ ბგერებს აძრობდა, ხოლო მიკ ჯაგერის, ბენდის ვოკალისტის, სიმღერის მანერაში ბუნებრივად ერწყმოდა ერთმანეთს აღტაცება და აგრესია.

“ბრიტანულმა შემოჭრამ” ზენიტს 1964 წლის აგვისტოში მიაღწია, როდესაც “ბითლზი” ნიუ იორკის ერთ-ერთ სტადიონზე გამოვიდა, იმ დროისთვის რეკორდული რაოდენობის, 50 000 მაყურებლის წინაშე.

“ბითლზის” ბრწყინვალე წარმატების გამო, 60-იანების ბოლოს, ლონდონი ექსპერიმენტების და ახალი აღმოჩენების ცენტრად იქცა ამერიკულ და ბრიტანულ როკ მუსიკაში. მუსიკოსები, ვინც წარმატებას სამწუთიანი და სამაკორდიანი სიმღერებით მიაღწიეს, ახლა უფრო რთული მუსიკისკენ ისწრაფოდნენ.

როგორც ყოველთვის, მათ “ბითლზი” ედგა სათავეში. ბენდის ალბომი “Rubber Soul” (1965) არა ცალკეული
სიმღერებისგან, არამედ სიმღერების ციკლისგან შემდგარი ალბომი იყო. 1967 წელს კი “ბითლზის” ექსპერიმენტები დაასრულა საოცარმა ალბომმა “Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band.” კვარტეტის წევრებმა ასეულობით საათი გაატარეს სტუდიაში, ორკესტრთან ერთად, სადაც ისინი ბგერა-ბგერა, ნოტ- ნოტ ქმნიდნენ თავიანთ მუსიკალურ ფანტაზიას. ეს იყო ადამიანის წარმოსახვის ჭეშმარიტი დღესასწაული! სიმღერაში პატარა ქალაქზე, “Good Morning, Good Morning” ისმოდა მამლების ყივილი და ავტომობილების საყვირები; სიმღერა “When I'm Sixty-four” ძველი ინგლისური მიუზიკ-ჰოლის სტილში იყო არანჟირებული; სიმღერა “Being For the Benefit Of Mr.Kite!” ცირკის ორკესტრის კალეიდოსკოპურ ბგერებად იშლებოდა; სიმღერაში “Within You ,Without You” ერთმანეთს ერწყმოდა ინდური სიტარა და წვეულების ხმები, ხოლო “A Day In The Life ”-ის ბოლოს, სიმღერა ფეთქდებოდა ნელად წარმავალი კრესჩენდოთი.

იმ დროს, როდესაც “ბითლზი” და სხვა შემსრულებლები იყენებდნენ სტუდიის შესაძლებლობებს აქამდე არგაგონილი ჟღერადობის შესაქმნელად, როკის გიტარისტები შესრულების ახალი, გაუმჯობესებული მანერების დაუფლებას ცდილობდნენ. მათ უკვე აღარ უნდოდათ ბლუზის მაღალი ხელოვნების მოზარდების
გემოვნებაზე მორგება. 

აშშ-დან ინგლისში ემიგრირებულმა შავკანიანმა ამერიკელმა გიტარისტმა ჯიმი ჰენდრიქსმა ელექტროგიტარის ახალი შესაძლებლობები გახსნა. ინსტრუმენტის რეგულატორებთან და გამაძლიერებლებთან ექსპერემენტებისას, მან ისწავლა აქამდე გაუგონარი ბგერების აჟღერება, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მან უზადო შესრულების მანერასაც მიაღწია. უკვე ათი წელი გავიდა ჰენდრიქსის უდროოდ დაღუპვის შემდეგ, მაგრამ გიტარისტები დღემდე ვერ ახერხებენ მისი მუსიკალური საიდუმლოებების ბოლომდე გახსნას.

მეორე მნიშვნელოვანი ფიგურა როკში ინგლისელი ერიკ კლეპტონია, ვისაც ცოტა თუ შეედრება ბლუზურ იმპროვიზაციაში. 1966-იდან 1968 წლამდე კლეპტონი სათავეში ედგა ტრიო Creams-ს, რომელიც ძველი ბლუზის მოტივებს დინამიური თანამედროვე როკის ენაზე თარგმნიდა.

ნიუპორტი, როდ-აილენდი 1963 – 1965
60-იანი წლების დასაწყისში ძველ საპორტო ქალაქში, ნიუპორტში, ყოველ ზაფხულს ეწყობოდა ხალხური სიმღერის ფესტივალი. ცოცხალი და ზედმიწევნით სახალხო მუსიკა ამერიკაში ოდითგანვე იყო სოციალური პროტესტის გამოხატვის საშუალება. ბამბის მგროვებელი ლუიზიანიდან – ჰადი ლედბეტერი, მეტსახელად “ლედბელი” და თეთრკანიანი დაქირავებული ფერმის მუშა, ოკლაჰომელი ვუდი გატრი ამ ტრადიციის ყველაზე ცნობილი გამომხატველები იყვნენ. ორივე თვალშისაცემად კარგ საპროტესტო სიმღერებს წერდა 40-იან წლებში. ასე იქცნენ ისინი ხალხური სიმღერების შემსრულებელი უფრო გვიანდელი თაობის გმირებად.

1963 წელს ნიუპორტის ფესტივალზე პირველადგამოვიდა ბობ დილანი. დილანი ყველაზე თვითმყოფადი შემსრულებელი გახდა ფოლკ-მუსიკაში, გატრის და ლედბეტერის შემდეგ. მის მიერ ხალხური სიმღერების შემსრულებელი ტრიოს – Pete, Paul & Marry-სთვის დაწერილი საპროტესტო სიმღერა “Blowing In The Wind” ძლიერ პოპულარული გახდა.

დილანი, რომელსაც ყველაფერთან ერთად, პოლიტიკური სიმღერების წერის უნარიც ქონდა, გულში ჩამწვდომ სიმღერებს ქმნიდა. თავისი სიმღერების ტექსტებისთვის ის უჩვეულო ლიტერატურულ ხერხებს იყენებდა: ქარაგმულობას, ულტრარეალიზმს, ირონიას. სიმღერაში “Blowing In The Wind,” სოციალური რეფორმების დუნე ტემპით აღშფოთებული, ის მწვავე რიტორიკას კი არ მიმართავს, არამედ მეტაფორების ნაკადით და ღრმა კითხვებით აოგნებს მსმენელს: “რამდენი გზა უნდა გაიაროს ადამიანმა, სანამ ადამიანად გახდომის უფლებას მოიპოვებს?/რამდენი ზღვა უნდა გადაჭრას თეთრმა მტრედმა,სანამ ნაპირზე ჩამოიძინებს?რამდენჯერ უნდა იფრინონ ყუმბარებმა,სანამ მათ სამუდამოდ აკრძალავენ?/პასუხი, მეგობარო, ჰაერში ტრიალებს,/პასუხი ჰაერში ტრიალებს.//რამდენი ხანი უნდა იდგეს მთა,სანამ მას ზღვა არ ჩამოშლის?/რამდენი ხანი უნდა იცოცხლოს ხალხმა,/სანამ მათ მისცემენ უფლებას, გახდნენ თავისუფალნი?/რამდენჯერ უნდა აქციოს ზურგი ადამიანმა,/ რამდენჯერ უნდა დახუჭოს თვალი?/პასუხი, მეგობარო, ჰაერში ტრიალებს,/ის ჰაერში ტრიალებს.”

ბობ დილანი 1964 წლის ნიუპორტის ფესტივალზე მოსული მსმენელის გმირად იქცა, მაგრამ 1965 წელს მან აღარ ისურვა ხალხური მუსიკით თავისი შემოქმედების შეზღუდვა, რამაც აღფრთოვანების მაგივრად, თაყვანისმცემელთა სინანული გამოიწვია. 1965 წლის 25 ივლისს დილანი ამჯერად უკვე ელექტრო-გიტარით და ბენდთან ერთად, კვლავ გამოვიდა ნიუპორტის ფესტივალზე და თავისი ახალი სიმღერა “Mაგგიე’ს Fარმ” შეასრულა. ეს იყო როკი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მაგრამ ტექსტებში დილანი თავისი თავის ერთგულად დარჩა. მისი ახალი სიმღერები კიდევ უფრო რთული გახდა. სიმღერა “Maggie's Farm” იყო იგავი ფერმაში მომუშავეზე: “არა, მე აღარ ვიმუშავებ მეგის ფერმაში,/მე აღარ ვიმუშავებ მასთან!/ვცდილობდი როგორც შემეძლო დავრჩენილიყავი იმად, ვინც ვარ,/მაგრამ ყველას უნდა იყო ისეთი, როგორების თავად არიან! /ისინი მეუბნებიან, რომ მონის სიმღერა უნდა ვიმღერო,/მე კი ეს მომბეზრდა,/არა, მეტს აღარ ვიმუშავებ მეგის ფერმაში.!”

ნიუპორტის პუბლიკა, რომელიც მიჩვეული იყო იმას, რომ როკ მუსიკა ზედაპირული კომერციული მუსიკაა ახალგაზრდებისათვის, ელდანაცემი დარჩა. ვიღაც-ვიღაცეები სტვენითაც კი შეხვდნენ სიმღერას და დილანის გამოსვლის დროს იქაურობა დატოვეს, მაგრამ ხალხური სიმღერის და როკის მოყვარულებმა მალევე აუღეს ალღო დილანის რთულ პოლიტიკურ სიმღერებს. მისი სტილი ახალ ეტალონად იქცა როკის პოეზიაში. ამ დღიდან, თითქმის უკვე ორი წლის შემდეგ, სხვადასხვა შემსრულებელმა, დაწყებული “ბითლზით” და “როლინგებით” და დასრულებული კალიფორნიული ბენდით Jefferson Airplane, სოციალურად შეფერილი დილანის ლიტერატურული სტილის მიბაძვა დაიწყეს.

თვით დილანი კი აგრძელებდა ისეთი სიმღერების წერას, რომლებიც ამერიკის მომწიფებული ახალგაზრდული კულტურის ჰიმნები ხდებოდნენ. ბლუზურ Subterranean Homesick Blues-ში ერთმანეთს ტყვიამფრქვევის ჯერივით მოკლე ფრაზები აწყდებიან. ეს სიმღერა ახალგაზრდობის არასახარბიელო ბედზეა: “ისწავლე ოცი წელი და დილის ცვლაში მოხვდები;/თვალი გეჭიროს, პატარავ, შენ ხომ სულ გატყუებენ!/ამას აჯობებს, შეძვრე სოროში, და იქ მოიცადო სანთლით ხელში.”

დილანი სიტყვით გამოხატავდა თავის შეხედულებებს და ბრაზს, სხვები კი გრძნობებს დებდნენ მუსიკაში და ამის მისაღწევად ტექსტებს არ იყენებდნენ. დილანმა მუსიკას შემოქმედებითი მიზანმინართულობა შეძინა და მისი სიმღერები ყოველ ჯერზე ახლებურად ისმინებოდა.

XII_issue4_Content86

სტივი უონდერი

სან-ფრანცისკო,
კალიფორნია 1967 – 1968

სან ფრანცისკოს რაიონი ნორტ-ბიჩი ათეული წლების განმავლობაში იყო მწერლების, მხატვრების და სოციო-პოლიტიკური ნონკომფორმისტების ცენტრი. 40-იან წლებში მათ ბოჰემად მოიხსენიებდნენ, ორმოცდაათიანებში, – ბიტნიკებად, 60-იანებში კი ჰიპებად. ამ უკანასკნელი ათწლეულის დროს აქ მაცხოვრებელმა ახალგაზრდა შემოქმედებმა დატოვეს ნორტ-ბიჩი და ფილმორსა და ჰეით-ეშბერიში გადაბარგდნენ, სადაც ცხოვრება შედარებით იაფი, მეზობლები კი მეტნაკლებად ასატანი იყვნენ.
როდესაც სან ფრანციოსკოს ახალგაზრდულმა კულტურამ თავის შესახებ ამცნო მსოფლიოს – დაწყებულ იტანსაცმლით და დასრულებული ცხოვრების წესით – იმავე დროს, იქვე დაიწყო ახალგაზრდული მუსიკის შექმნაც. ამ დროისთვის ჯერ კიდევ ჩვეულებრივი გიტარა იყო პოპულარული, თუმცა მუსიკოსების უმრავლესობამ მაინც ელექტროინსტრუმენტებზე გადაინაცვლა და ახალი, აქამდის ჯერ არ გაჟღერებული ჟღერადობა შესძინა მუსიკას.

მუსიკალური ანსამბლები ქირაობდნენ ძველ, მიტოვებულ საცეკვაო დარბაზებს და იქ აწყობდნენ ღონისძიებებს, რომლის დროსაც იყენებდნენ ფსიქოდელიურ განათებას და უზარმაზარ საპროექციო ეკრანებს. ამ კოლექტივებიდან სამი გამოირჩეოდა: Grateful Dead, რომლის სიმღერებიც ორმოცწუთიან იმპროვიზაციაში გადაიზრდებოდა ხოლმე ჯერი გარსიას დიდებულად შესრულებული გიტარის სოლოების თანხლებით; Jefferson Airplane , რომელიც დაახლოებით იგივე გზას დაადგა, თუმცა მათი სიმღერები უფრო მოკლე და გასაგები იყო, სადაც ისინი უმღეროდნენ სიყმაწვილის პერიოდის კულტურულ რევოლუციას. მოგვიანებით ბენდმა Jefferson Starship-ად გადაიკეთა სახელი და სამოცდაათიანებშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. და ბოლოს, ნიჭიერი მომღერალი ჯენის ჯოპლინი, ვინც არც თუ ისე უმნიშვნელო როლი ითამაშა სან ფრანცისკოს მუსიკალური სცენის განვითარებაში. მისი მძლავრი, ოდნავ ხრინწნარევი ხმა წნევით მომუშავე ჩაქუჩივით აცხრებოდა მსმენელს. ის ბლუზს მღეროდა ისეთი ტემპერამენტით, რომ მისი სხეული კრუნჩხვით იკლაკნებოდა. მომღერალი დაუოკებელ ტემპში ცხოვრობდა, ბევრს სვამდა, ბევრს მღეროდა. ჯოპლინი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, თუმცა კი დაუვიწყარი ჩანაწერები დატოვა.

XII_issue4_Content87

ლინდა რონსტადტი

ნიუ იორკი და ტენესი 1964-1974
1966 წელს, შემოქმედებით ზენიტში მყოფი ბობ დილანი მძიმე ავტოკატასტროფაში მოყვა და ჰორიზონტიდან გაქრა. კოლექტივ The Band -ის წევრებთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ამერიკელი და ოთხი კანადელი მუსიკოსი შედიოდნენ და ვისთან ერთადაც დილანი ტურნეებში დადიოდა, ის ნიუ იორკის შტატის
პატარა ქალაქ ვუდსტოკში, თავის სახლში, “ბიგ ფინქსში” განმარტოვდა. 

იქ ყოფნისას, დილანმა უარი თქვა მისთვის ჩვეული მუსიკალური კონფრონტაციის ტაქტიკაზე და რისკისა და სტაბილურობის დაბალანსებას შეეცადა. გამაძლიერებლების გარეშე ინსტრუმენტებზე დაკვრისას, დილანი და the Band-ის წევრები წერდნენ და ასრულებდნენ კეთილხმოვან და უფრო ლირიკულ სიმღერებს, ვიდრე ადრე. არნახული სოციალური და პოლიტიკური ძვრების პერიოდში, მათი ახალი სიმღერები წინა პლანზე წევდნენ ხალხური სიმღერების დიდებულ ტრადიციას, მათ მჭიდრო კავშირს ქვეყანასთან და მის ისტორიასთან.

ეს სიმღერები შევიდა დილანის რამდენიმე შემდგომ ალბომში, რომლებიც მან ქანთრი-მუსიკის დედაქალაქში, ნეშვილში (ტენესის შტატი) ჩაწერა, სადაც მან რამდენიმე ვეტერანი მუსიკოსი დაიქირავა, ტრადიციული
მოტივებისათვის ხაზგასასმის მიზნით. ამავე დროს The Band-მა გამოუშვა თავისი ალბომი Music From
Big-Pink, რომელშიც შედიოდა სიმღერები ფერმებზე, რკინიგზებზე და ოჯახურ ცხოვრებაზე.

1969 წელს დილანმა კვლავ გამოიყენა ტრადიციული ამერიკული მოტივები თავის ახალ ალბომში Nashville
Skyline. ეს იყო ლირიკული სიმღერების კრებული, შესრულებული ძველებური ყაიდით წარსულის ფერმერული მუსიკის სტილში. 1974 წელს, დილანი და The band კვლავ გაერთიანდნენ ქვეყანაში საგასტროლო ტურნესთვის და მათ მუსიკაში, როგორც ადრე, ენერგიული როკი წარსულის მარტივ მუსიკალურ ფორმებს ჩაენაცვლა.

დილანმა და The Band-მა გაკაფეს გზა როკის და ფერმერული ამერიკის ხალხური მუსიკალური ხელოვნების შესარიგებლად. დილანის შემწეობით, ტრადიცია კი არ გაქრა, არამედ აღზევდა: კვლავ აჟღერდა სიმღერები ცხოვრების მშვენიერებასა და ოჯახურ ბედნიერებაზე.

70-იანი წლების შუაში ქანთრი-როკი, ოდნავ სახეცვლილი და უფრო დახვეწილი, ძალიან პოპულარული გახდა სამხრეთ კალიფორნიაში. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ ბენდები Crosby, Stills, Nash & Young, Eagles და შემსრულებლები ლინდა რონსტადტი და ჯექსონ ბრაუნი, რომელთაც პროვინციული გიტარის ლირიკული ბგერა როკის რიტმებს საქმის ცოდნით შეუთანხმეს ერთმანეთს.

ქანთრისა და როკში არსებულ საერთო ელემენტთა გამო დღეს იქმნება ბევრი სიმღერა, რომელიც შეუძლებებლია ამა თუ იმ კატეგორია მიაკუთვნო; ასეთ მუსიკას, როგორც წესი, უბრალოდ, ქანთრი-როკს უწოდებენ.

ბრუკლინი 1976 – 1979
ბრუკლინი მანჰეტენის ცათამჯენებისგან საკმაოდ მოშორებითაა. იქ პატარა სახლებია, რომლებიც მშრომელ ოჯახებს ეკუთვნის. საღამოობით ჭრელა- ჭრულებში გამოწყობილი მოზარდები და ახალგაზრდობა ადგილობრივი დისკოტეკებისკენ მიეშურება – ღამის კლუბებში, სადაც დისკოს ხმამმაღალი რიტმული ბგერები ფერადი განათების ფონზე ისმის. ბეი-ბრიჯის რაიონში დისკოტეკების ხშირ სტუმრებზე არსებული ამბები დაედო საფუძვლად ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმს “შაბათი საღამოს ციებცხელება.” ფილმის გმირი, რომელსაც ჯონ ტრავოლტა ასრულებს, დილაობით ბირჟის კლერკია, საღამოობით კი დისკოს შეუდარებელი მოცეკვავე, კლუბ “ოდისევსის” მესვეური, სადაც ფერად-ფერადი განათება ჭერზე და საცეკვაო მოედნის ნახევრად გამჭვირვალე იატაკის ქვეშ თამაშობს, ხოლო უზარმაზარი ხმის გამაძლიერებლებიდან Bee Gees-ის, KC and The Sundshine Band-ის და სხვა დისკო შემსრულებლების მუსიკა გრგვინავს.

ამ სიმღერებისთვის დამახასიათებელია ელექტრო დასარტყამების აჩქარებული, მკაფიო რიტმი და ბასების პულსირებადი გუგუნი. ერთფეროვანი რიტმის კონტრასტი სინთეზატორები და ფალცეტური ვოკალია. ეს საცეკვაო მუსიკაა, რომელიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ან მდიდარი ფანტაზიით, თუმცა, მარჯვედ დამუშავების შემთხვევაში, მომნუსხველად ჟღერს. სამი ავსტრალიელი, ძმები Bee Gees, ძალიან პოპულარული იყვნენ სამოციანი წლების დასაწყისში, “ბრიტანული შემოჭრის” პერიოდში, მაგრამ 70-იანების დასაწყისში მათი დიდება გაფერმკრთალდა და ასე გაგრძელდა დისკოს გაჩენამდე. თავიდან ძმებმა საკმაოდ მოკრძალებულ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ “შაბათი საღამოს ციებ-ცხელების” გამოსვლისთანავე, რომელშიც მუსიკას მთავარი ადგილი უკავია, Bee gees-ის ახალი სიმღერები საერთაშორისო ბესტსელერებად იქცნენ და უზარმაზარი პოპულარობა მოუტანეს დისკო მუსიკას. მათი ალბომი “Saturday Night Fever” არნახული ტირაჟით გაიყიდა – 30 მილიონი ეგზემპლარი.

ასე იქცა დისკო, რომელიც პირველად 70-იანების შუა წლებში გამოჩნდა, საყოველთაო მუსიკად – მუსიკალური ჟურნალების ყდებიდან დაწყებული, საუკეთესო ჩანაწერების სიებით, ღამის კლუბებით და უნივერმაღებით დასრულებული. თვით ისეთმა აღიარებულმა მუსიკოსებმაც კი, როგორებიც არიან პოლ მაკარტნი, Beach Boys და the Rolling Stoens თავიანთ სიმღერებში დისკოს ელემენტების გამოყენება დაიწყეს.

მაგრამ ათწლეულის ბოლოსკენ დისკოთი გატაცებამ იკლო. სავარაუდოდ, ბედმა მას ძალიან მორიდებული ადგილი მოუმზადა მუსიკაში, თანაც არც თუ მრავალ შემსრულებელს შეუძლია ამ ჟანრში წარმატების მიღწევა. Bee Geesს მათ რიცხვს მიეკუთვნება იმიტომ, რომ ისინი ადვილად დასამახსოვრებელ მელოდიებს წერენ.

XII_issue4_Content88

ბრიუს სპრინგსტინი

როკი – 1981
როკი ახალ ათწლეულში აბიჯებს და მისი ძიებების დიაპაზონი სულ უფრო ფართოვდება. აქედან ზოგი სუფთა
წყლის ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს, უმრავლესობა  კი ძველ პრინციპებს აერთიანებს ზემოქმედების უფრო დახვეწილი მეთოდებით და ტექნიკური სრულყოფით. ყველაზე გახმაურებულ მოვლენად შეიძლება ახალი ტალღის გამოჩენა ჩაითვალოს. ტერმინი “ახალი ტალღა” როკ-მუსიკის სპონტანურობის, მეამბოხე სულის და წარსული ენთუზიაზმის აღორძინებაზე მიუთითებს; ის მოიცავს მთელ რიგ ბენდებს და ცალკეულ შემსრულებლებს.

ახალი ტალღა ინგლისის ლუდხანებსა და ნიუ იორკის ღამის კლუბებში გაჩნდა, სადაც როკს ტანსაცმელი შემოახიეს, გააშიშვლეს მისი გაუხედნავი ვერბალური სიშმაგე და უბრალო აღმგზნები მელოდია დაურთეს
დაუოკებელი რიტმით. ერთხელ ვიღაცამ დაიწუწუნა, რომ ახალი ტალღის ერთ-ერთ საუკეთესო ბენდს Ramones მხოლოდ სამი აკორდის აღება შეუძლიაო. “სრული სიმართლეა, – იყო მათი პასუხი – სამაგიეროდ, ეს სწორი აკორდებია!”

ახალი ტალღის როკმა კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია; მსმენელიც ენთუზიაზმით აგრძელებდა ისეთი შემსრულებლების ალბომების ყიდვას, როგორებიც არიან: Eagles და Bee Gees. მოგვიანებით გამოჩნდნენ ახალი ტალღის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მათ შორისაა ბენდი ნიუ იორკიდან Blondie და ინგლისელი ელვის კოსტელო.

დღესდღეობით, გაჩენიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ, როკი კვლავ ყვავილობს. ყველა წინასწარმეტყველების მიუხედავად, როკი არ აღმოჩნდა კიდევ ერთ გატაცებად, რომელსაც წარსულის კურიოზად ქცევა უწერია ხოლმე. როკის მნიშვნელობა უდავოდ ძალიან დიდია: 35 წლამდე ამერიკელთათვის ის კულტურული აღზრდის ძირითად ელემენტად იქცა.

თუმცა, როკი ყველა სხვა დანარჩენსაც აინტერესებს. ჟურნალ “Horizon”-ის მონაცემებით, შეერთებულ
შტატებში როკ-ალბომების მყიდველების საშუალო წლოვანება 28 წელია. დარჩა რა თინეიჯერების კუმირად, როკმა უფროსი აუდიტორიის მიზიდვაც მოახერხა. შემდეგი ოცწლეულის ბოლოს, ამერიკელების უმრავლესობისთვის ის უკვე მათივე სიყმაწვილისდროინდელი მუსიკა გახდება.

ჩვენ ინდუსტრიულ საუკუნეში როკი პირად ღირებულებებს უმღერის: ვნებას, სტიქიურობას, ყოველდღიურობისგან გაქცევას და სურვილების შესრულებას. ის უხეშიც შეიძლება იყოს, პრიმიტიულიც, ან დახვეწილი და რთული, როგორც ჩვენი დროის სხვა ნებისმიერი მუსიკა. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ელვის პრესლიმ მემფისის სტუდიის ზღურბლს გადააბიჯა, როკი ხელოვნების აღიარებულ ფორმად იქცა, რომლის ცვალებადი მიმართულებებიც, მიუხედავად რასობრივი, ეკონომიკური და გეოგრაფიული ბარიერებისა, ვრცელდება ყველგან, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ მთელი დანარჩენი მსოფლიო.

სინგერ-სონგრაითერები
ბობ დილანმა, რომელიც ვნებით სავსე ტექსტებს ხალხურ მუსიკას უსადაგებს, ამერიკელი სინგერ-სონგრაითერების მთელი თაობა შთააგონა.

მათგან ყველაზე ცნობილი პოლ საიმონია, ვინც თავის ყოფილ თანაკლასელთან, არტ გარფანკელთან ერთად გამოდიოდა 60-იან წლებში. საიმონი წერდა ჩამაფიქრებელ, გულითად სიმღერებს თითქმის ყველაფერზე, – ღრუბლებზე, არქიტექტორებზე, მშობლიური სახლის მონატრებაზე, ყოფილ მოკრივეებზე, ჩხუბზე, ავტობუსით მგზავრობაზე და ამ თემებისთვის დახვეწილ მელოდიებს ქმნიდა, რომლებსაც საოცრად ჰარმონიულად ასრულებდა გარფანკელთან ერთად. ზოგიერთი ეს სიმღერა (“Sound of Silence,”
“Scarborough fair,” Mrs. Robison) შევიდა სამოციანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმში “კურსდამთავრებული.” შემდგომ ალბომში “Bridge Over Troubled Water” მათი, როგორც მელოდისტების უნარი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სინგერ-სონგრაითერების სტილი ბევრ ქალ მუსიკოსს მოსწონდა. სამოცდაათიან წლებში მთელმა რიგმა ქალმა შემსრულებლებმა, ისეთმა, როგორებიც არიან თრეისი ნელსონი, ბონი რაიტი, მეგი, ტერი და სიუზი როჩები, რიკი ლი ჯონსი, ჯოან არმატრეიდინგი და ჯონი მიტჩელი, ახალი ჟღერადობა შეიტანეს როკ მუსიკაში.

მათ შორის განსაკუთრებით ნიჭიერი ჯონი მიტჩელი იყო. ის კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში დაიბადა და
გაიზარდა. მან ხალხური მუსიკით დაიწყო ტორონტოსა და ნიუ იორკში. მისი სიმღერები ალბომებიდან
“The Lady of the Canyons,” “Hissing of  Summer Lawns,” და “Court and Spark,” სინგერ- სონგრაითინგის შედევრებადაა აღიარებული. გიტარის ნაზი აკომპანემენტის თანმხლები მისი მაღალი და სუფთა ხმა, მხატვრული მეტაფორების მოშველიებით მღეროდა სიყვარულისგან ტანჯვაზე, განშორებაზე, პირად წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე.

1974 წელს მიტჩელმა ჯაზ-როკ ბენდთან ერთად დაიწყო დაკვრა და ამის გამო, მისი სიმღერები უფრო ეპიკური,
ხოლო ხატები და რიტმი კიდევ უფრო თამამი გახდა. 1979 წელს მან გამოუშვა ალბომი იმ მელოდიური მასალის საფუძველზე, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ცნობილმა ჯაზ-კონტრაბასისტმა ჩარლი მინგუსმა დაწერა.

ნილ იანგი ფოლკ სიმღერებს ასრულებდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ლოს ანჯელესურ ბენდ Buffalo Springfield-ში დაიწყებდა დაკვრას. ის კვლავ დაუბრუნდა ამ მუსიკას, როდესაც ბენდი 1969 წელს დაიშალა. შემდეგი ათი წლის განმავლობაში, იანგი აქეთ-იქეთ აწყდებოდა – ხან წყნარ ტრადიციულ ბალადებს მღეროდა, ხანაც – ბობოქარ როკ და ამ დროს მისი, როგორც სიმღერების ავტორის და შემსრულებლის ოსატატობა, უფრო და უფრო მატულობდა. როდესაც ის აკუსტიკური გიტარის მშვიდი აკომპანემენტის თანხლებით “Heart of Gold”-ს ასრულებს, მის სახეს ანგელოზური ღიმილი ეფინება, მაგრამ ზუსტად ერთი წუთის შემდეგ, მისი ელექტრო-გიტარა და თვითონ იანგი რისხვასავით ატყდებიან მსმენელს. იანგის შედარებით ახალმა ალბომმა “Rust Never Sleeps” კრიტიკის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ჯეიმზ ტეილორს ჩრდილოეთ კაროლინიდან ოდნავ ხრინწიანი ხმა და შესრულების ინტიმური მანერა აქვს. მას ეკუთვნის მართლაც შესანიშნავი სიმღერა თავის გარდაცვლილ მეგობარ ქალზე – “Fire and rain”. ყველაზე კარგად კი ტეილორს როკის ძველი სტანდარტები გამოსდის, რომლებსაც ის თავისი შესრულების მანერას უსადაგებს.

კალიფორნიაში, მას შემდეგ რაც მათ სხვადასხვა როკ- ბენდებში სცადეს ბედი, სამი სინგერ-სონგრაითერი გაერთიანდა, – სთივენ სთილზი, დევიდ ქროსბი და ინგლისელი გრემ ნეში. ექსპრომტულმა კონცერტებმა გამოსაშვებ საღამოებსა თუ ღამის კლუბებში მათ ტრიოს ჩამოყალიბებისკენ უბიძგა, რომელიც პოლ საიმონისა და არტ გარფანკელის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვოკალური ჯგუფი გახდა. თავის სიმღერებში ახალგაზრდა თაობის პრობლემებზე, პიროვნულ განვითარებასა და გარემოს დაცვაზე, ქროსბი, სთილზი და ნეში მოუწოდებდნენ მსმენელს, დაეცვათ ვეშაპები, აღენიშნათ ვუდსტოკის ფესტივალის წლისთავი, რომელშიც თვითონაც მონაწილეობდნენ, და დამტკბარიყვნენ ოჯახური ბედნიერებით. როდესაც მათ ნილ იანგი შეუერთდა, ბენდი არც თუ დიდი ხნით კვარტეტად იქცა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ამ კვარტეტმა მოასწრო როკ-ალბომის – “Deja Vu” ჩაწერა.

კიდევ ერთი ნიჭიერი სინგერ-სონგრაითერი ჯექსონ ბრაუნი ლოს ანჯელესიდან ნაზ და მელანქოლიურ სიმღერებს წერს, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოუტანეს მას.

სინგერ-სონგრაითერები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სამოცდაათიანი წლების ამერიკულ პოპულარულ მუსიკაში. სამოციანი წლების სოციალური მღელვარებების შემდეგ, ბევრი ამერიკელი ჩამოცილდა საზოგადოებრივ პრობლემებს და ადამიანის სულიერი არსის შეცნობით დაკავდა. შეიცვალნენ თვით სინგერ- სონგრაითერებიც – დღეს ისინი უფრო საკუთარ სამყაროში ამჯობინებენ ჩაღრმავებას, ვიდრე საზოგადოებრივი სიმბოლოების როლში ყოფნას.

XII_issue4_Content92

სთილი დენი

XII_issue4_Content89

ალბომის გარეკანი ხმისჩამწერ ინდუსტრიაში ისეთივე მნიშვნელოვან რამედ იქცა, როგორც თვით ალბომები.ადრეულ ყდებზე ვარსკვლავთა გამოსვლის დროს გადაღებული სურათები ან მათი პორტრეტები იყო.როკ მუსიკის განვითარებასთან ერთად, ალბომის გარეკანის გაფორმების ხელოვნებაც განვითარდა.60-იანი წლების ალბომების ყდებზე ელექტრომოწყობილობის პულსირებული რითმი მრავალფეროვნად გადმოიღვარა.ბოლო წლებში გარეკანთა უმრავლესობას სამეცნიერო-ფანტასტიკური კინოფილმების, მხატვრული ფოტოგრაფიის და თანამედროვე ფერწერის გავლენა დაეტყო.

XII_issue4_Content90

 1. ელვის პრესლი

 2. Rave On -ბადი ჰოლი

 3.Rock Around The Clock – ბილ ჰეილი

 4.ბობ დილანი

 5. შეხვედრა ''ბითლზთან''

 6. 12X5 ''როლინგ სთოუნზი''

 7. Surfer Girl – ''ბიჩ ბოიზ''

 8. Magical Mystery Tour – ''ბითლზი"

 9. Their Satanic tour Majesties request -''როლინგ სთოუნზი''

 10. The Best – ''სუპრიმზი''

 11. Anthem of the Sun ''გრეითფულ დედი''

 12. Bookends საიმონი და გარფანკელი

 13. სანტანა

 14. ქროსბი, სთილზ და ნეში 

 15. Self-Portrait- ბობ დილანი

 16. layla – დერეკი და ''დომინო''

XII_issue4_Content_Page_07490

XII_issue4_Content91

17. ჩიკაგო

18. Blue – ჯონი მიტჩელი

19. ელვისი„მედისონ სქუეარ გარდენში“

20. Planet Waves -ბობ დილანი

21. Late for the City – ჯექსონ ბრაუნი

22. Dragon Fly -„ჯეფერსონ სტარშიპი“

23. Spirit of America -„ბიჩ ბოიზ“

24. Main Course – „ბი ჯიზი“

25. Destroyer – „ქისი“

26. Hotel California – „იგლზ“

27. Hasten Down the Wind – ლინდა რონსტადტი

28. Saturday Night Fever  – „ბი ჯიზი“

29. All'n All -„ერს, უინდ ენდ ფაია“

30. My aims is True-ელვის კოსტელო

31. Live and More -დონა სამერი

32. Hot Streets – „ჩიკაგო“33. Cars

34. Ain't it So – რეი ჩარლზი

35. Diana – დაიანა როსი

36. End of Century – „რამონესი“