აკონტროლეთ საკუთარი წონა

XII_issue4_Content93

საკუთარი ცხიმის დადნობის მცდელობა.

უილიამ პარკსის ილუსტრაციები

გახსოვთ, შექსპირთან ჰამლეტის სიტყვები: „რად არ მეშლება ეს სხეული ესრედ მაგარი? რად არ გადნება ის და ცის ნამად რად არ იქცევა!“ ჩვენს დროში დაახლოებით ამავეს ოცნებობს ძალიან ბევრი ამერიკელი, თითქმის ყოველი მესამე. ოჰ, როგორ უშლით მათ ხელს სხეული, განსაკუთრებით დილაობით, როდესაც ავტობუსის გაჩერებისკენ გაქცევა უწევთ! მაგრამ რას მოუხერხებენ ამ არასასურველ ზედმეტ წონას? როგორ მოიშორონ იგი თავიდან? ამის თაობაზე ბევრნაირ რჩევებს იძლევიან: ერთნი რეკომენდაციას უწევენ ფიზიკურ ვარჯიშს, სხვები – მადის დამაქვეითებელი აბების მიღებას, მესამენი – ფსიქოთერაპიას, მეოთხენი – დიეტის დაწყებას. და ყოველი მათგანი ირწმუნება, რომ მხოლოდ ამ მეთოდითაა შესაძლებელი შედარებით უმტკივნეულოდ და სწრაფად ზედმეტი წონის დაკლება. არსებობს კიდევ უფრო მარტივი გზა – ზომიერად კვება. ამ საშუალების საკუთარ თავზე გამოცდის მსურველებისთვის – ასეთი კი სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანია – 17-მილიონიანი ტირაჟით გამოიცემა სპეციალური წიგნაკი, რომელშიც მითითებულია სხვადასხვა კერძისა და პროდუქტის კალორიების რაოდენობა.

XII_issue4_Content94

დამქვეითებელი ტაბლეტების მიღება რეგულარულადაა აუცილებელი.

„დღიურ რაციონზე მამყოფეთ“.

წონის შემამცირებელი მანქანა მსუქნებისთვის

გახდომისთვის აუცილებელია უმკაცრესი დისციპლინა.

უკანასკნელი საშუალება – თვითჰიპნოზი.