მოდა / “City Zen”

(მშვიდი ქალაქი)

თუ სილამაზის არსზე ვისაუბრებთ, შედეგად მივიღებთ ჩვენი თანამედროვეობის რეალურ სურათს, რომელსაც “ვიზუალური დიქტატურის ეპოქა” შეგვიძლია ვუწოდოთ. მოდის ნებისმიერი ჟურნალი, ტელევიზია, სარეკლამო ბანერები, საჯარო სატრანსპორტო საშუალებები დაჟინებული წარმოგვიდგენს ფოტოშოფით დამუშავებული, წარმოუდგენელი სიგამხდრის, თოჯინას მსგავსი ქალის მოდელს. ესაა საზღვრებს მიღმა მყოფი ქალების სამყარო, სადაც მოცემული სტერეოტიპების გარდა, სხვა ქალები არ დაიშვებიან. გარდატეხის ასაკში მყოფი პატარა გოგონების დიდი ნაწილი ხშირად დამარცხებულის პოზიციით იწყებენ ქალად ჩამოყალიბებას, რადგან ცდილობენ, ვირტუალური გარეგნობის ქალის იმიჯი მოირგონ ან პირიქით, მოერგონ მას. რეალობასთან წყვეტა დიდია, რადგან არ არსებობს ქალის, ადამიანის სილამაზის ეგრეთ წოდებული მზა მოდელი. სილამაზეს ჯანსაღი სული ქმნის. ჯანსაღი სული დადებითისა და შინაგანი “მეობის” (ნამდვილის) შერწყმით ყალიბდება. თემას ახალ ფენომენს ვერ დავარქმევთ, რადგან ეპოქალურ ცვლილებებთან ერთად,
საუკუნეების მანძილზე, იდეალური ქალის კრიტერიუმებიც ცვლილებას განიცდიდა. მაგალითად, იქნებოდა თუ არა მერლინ მონრო მოდაში ანტიკურ ხანაში, მაშინ როდესაც ნეფერტიტი ქალღმერთად იყო აღიარებული? მე-19 საუკუნეში ლოტრეკის და დეგას მიერ სტანდარტად დასახული მოცეკვავე, თხელი ტიპის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები რენესანსის პერიოდში უდავოდ შეუმჩნეველი დარჩებოდნენ…
მოდური ტენდენციები სწრაფი ტემპით იცვლება. დროს მხოლოდ ძლიერი ინდივიდუალური, პიროვნული სილამაზე (სტილი) უძლებს. City Zen-ის ფოტოსესიის მთავარი პერსონაჟი, ბოჟანა პანიჩი, პროფესიონალი
მოდელი, გაყინული ჟურნალის ფურცლებიდან თბილისის ქუჩებში ცოცხლდება. ფოტოშოფის შედეგად ატროფირებული მანეკენი, რეალობასთან შერწყმით, ლამაზი ქალის ადამიანურ სახეს იბრუნებს.

პროექტის ავტორი: ოლგა ბაბლუანი
მოდელი: ბოჟანა პანიჩი
ფოტოგრაფი: დინა ოგანოვა
დიზაინერი: თამუნა ინგოროყვა
მონაწილეობენ: თამუნა ღვაბერიძე, გიორგი ბოჭორიშვილი, თამრი ბზიავა, იმედა არაბული

XII_issue_57

XII_issue_58

XII_issue_59

XII_issue_510

XII_issue_511

XII_issue_512

XII_issue_513

XII_issue_514

XII_issue_515

XII_issue_516

XII_issue_517

XII_issue_518

XII_issue_519

XII_issue_520

XII_issue_521

XII_issue_522

XII_issue_523