ელენა ბოჭორიშვილი ქართველი მწერალი

XII_issue_553

“…ხშირად მესმოდა, რას თხოვდა ხალხი ღმერთს. სიფრიფანა პატარა გოგონები, სიფრიფანა პატარა სანთლებს ანთებდნენ და მტრის სიკვდილს ითხოვდნენ. და პრეზიდენტის სიკვდილს. სიკვდილს! სიკვდილს! ლენინივით უკვდავი ღმერთი კი ვედრებებს ისმნდა და დუმდა.”
ფრაგმენტი წიგნიდან “ოპერა”.
2005 წელი

ელენეს წიგნებია: “სოვკი”,”მამაჩემის თავი”,”ჟუჟუნა წვიმა”. “ოპერა”. საფრანგეთში, კანადაში, პორტუგალიში,
იტალიში მის ნაწარმოებებს უკეთ იცნობს მკითხველი, ვიდრე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ
მისი გმირები ქართული ხასიათის მატარებელი არიან. ლამაზი, მკაცრი, გახსნილი და საიდუმლო შინაგანი
სამყაროდან, ძალიან შორი საიხლოვიდან საუბრობს ელენე.

რა არის იმის მიზეზე, რომ ქართველ გამომცემლებს არ გაჩენიათ ინტერესი, გამოეცათ შენი წიგნები?
მე ვქართველობ. ქართველი მწერალი ვარ. ჩემთვის საქართველში გამოჩენა, ქართველებზე თხრობა ძალიან ბევრს ნიშნავს. “ოპერა”გამოცემულია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ. ვოლგოგრადის ოპერის თეატრში დაიდგა ეს ნაწარმოები. ძალიან მიხარია, პარიზშიც დაიდგმება მალე, მაგრამ საქართველოში ამის ინტერესი არ ყოფილა. ამ დროს ქართველებზე ვყვები. იცი რამდენ ადამიანს მივწერე? რეჟისორებს, მსახიობებს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ტექნიკურად ვოლგოგრადში ძალიან ადვილად მოხდა ამ ოპერის დადგმა. დრამატურგიიდან გამომდინარე, არ არის რთული.
დღეს მყავს გვერდით გამომცემლობა “სეზანი”, ნანა კარტოზია, ძალიან ყურადღებით ეკდება იმას, თუ რომელი წიგნის გამოცემა იქნება პრიორიტეტული, საინტერესო ქართველი მკითხველისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ.
საერთოდ ყველა გამომცემელი მოგებაზე ფიქრობს. აუცილებელია, რომ იფიქროს, პროფესიიდან გამომდინარე.
ერთი იტალიელი გამომცემელი მყავდა და ამ გამომცემელმა ერთი წიგნის გამოცემის შემდეგ, მეორეზე უარი მითხრა,”ოპერაზე” მითხრა უარი. ძალიან პატარააო. ვერ გამოვცემ, კომერციული მოგება არ მექნებაო. სამ წელიწადში უკან მომიბრუნდა და მითხრა: “შენი პერსონაჟები უკან დამდევენ, სიზმარში ვხედავო და მირჩევნია წიგნში შევიდნენ, ვიდრე ჩემს ცხოვრებაშიო”. ეს შეფასება ძალიან მომეწონა.

ოჯახის წევრების აზრი გავლენა ხშირად მამოძრავებელი ან პირიქით, შემაფერხებელი ძალაა ადამიანისთვის.
შენს შემთხვევაში როგორ ხდება? მით უმეტეს, როდესაც მშობლიური ქვეყნიდან ხარ წამოსული, მშობლიურის შეგრძნება გამძაფრებულია.

შენთან როგორ ხდება, რა ვიცი, მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა აქ აქვს. ჩემს შემთხვევაში ასე ხდება. დედაჩემი ბოლომდე მეუბნებოდა: რატომ არ წერ ამ მწერალივით, ან იმ რომელიღაცა კონკრეტული მწერალივით. მოკლედ, სულ ჭკუას მასწავლიდა. ჩემი დაც ასევე, სულ მეკითხებოდა რატომ არ ვწერდი “ჰარი პოტერის” მსგავს წიგნებს. ყველაზე კარგი წიგნიაო. და უცებ, ჩემი “ოპერა” მოისმინა ვოლგოგრადში. ქალაქგარეთ ცხოვრობს. რამდენიმე ტრანსპორტი გამოიცვალა, რომ მოსულიყო ჩემამადე, და მითხრა, რომ ისე იმოქმედა შენმა ოპერამ, რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა შენთვის, არ შეიძლებოდაო. ჩემთვის ყველაზე დიდი მკითხველები არიან ასეთი მკითხველები, რომლებიც ებრძვიან ამ წიგნს, არ უნდათ, რომ მოიწონონ და ბოლოს მაინც იწონებენ. ახლა
საქართველოში რომ გამოვა წიგნები და ამას 20 წელია ველოდები. ვიცი, რომ ადამიანები იტყვიან, რომ უკე-  თესადაც შეიძლება დაწერაო, მეც უკეთ დავწერდიო… მაგრამ ერთ-ორი კარგი მკითხველიც ხომ მეყოლება? ეს არის მთავარი.

XII_issue_554

(სკაიპით ვსაუბრობთ-ინტერნეტი მაქსიმალურად გვიშლის ხელს)

ბოლოს როდის იყავით საქართველოში?
მაშინ როდესაც ოპერა გამოვიდა. ეს იყო 5 წლის წინ. პრეზენტაციაზე. ყოველთვის ისე ემთხვევა, როცა დავდივარ მთავრობები იცვლება. უფრო ხშირად მინდა მანდ ყოფნა.

და პირველად როდის დატოვე ქვეყანა?
1992 წელს. დავტოვე ქვეყანა, როგორც საბჭოთა სპორტის კორესპონდენტმა ამერიკასა და კანადაში. ვწერდი სტატიებს, ვაგზავნიდი საქართველოში. ერთ დღესაც გავიგე, რომ არ არსებობს უკვე ეს გაზეთი. სპორტულ საკითხზე, ერთხელ დავუკავშირდი ჩემს კოლეგას, დავით კაკაბაძეს და შემთხვევით გავიგე, ეს ამბავი. ქვეყანაში ომია, გაზეთი დაშლილა და სამუშაო ადგილიც აღარ მოქნია. სად ვწერ და რას ვწერდი, ისიც არ ვიცოდი. ჩემს დღევანდელ მეუღლეს, რიჩარდს – მაგრამ, არ მინდოდა ცოლად გავყოლოდი, მიმაჩნდა, რომ მისი კანადელობა პირველ ადგილს დაიკავებდა და სადღაც დარჩებოდა ტვინის სიღრმეში. ამიტომაც მოვნახე სამსახური კინოსტუდიაში. დავწერე სცენარები, მოკლე დროში ძალიან ბევრ ვიმუშავე. მიიღეს სცენარები და მომცეს ყველა საბუთი დასარჩენად. როცა უკვე დავრჩი და მივხვდი, რომ შემეძლო აქ ყოფნა, მაშინ გავყევი რიჩარდს ცოლად. 4 წელი დასჭირდა ბიუროკრატიას, რომ გათხოვილის სატატუსი მქონოდა. ალბათ სიამაყის, ამპარტავნობის გამო
ვიფიქრე, რომ ჯერ მე ჩემთვის დავმკვიდრდები და ასეც მოვიქეცი. ქართული პასპორტი არასოდეს მქონია.
არც ვიცი როგორია.

მარტოობა გასწავლის წერას?თუ მარტოხელა ადამიანობის ბრალია შენი მწერლობა?
ალბათ ვიყავი მარტოხელა ადამიანი, სადღაც ღრმად იყო ჩემში ეს. ნამდვილი “ვორქაჰოლიკი” ვარ. ახალგაზდრობაში ვინც მიცნობდა, არასოდეს დაიჯერებდა ჩემს “მარტოხელობას”. არ მქონდა ამის გარეგანი ნიშნები. მარტო როდესაც ვარ, არ ვარ მოწყენილი, არ მჭირდება საზოგადოება ამისთვის.

შეძლებ დაახასიათო შენი თავი, როგორც მწერალი?
ტემპერამენტი ქართული მაქვს, ამას ვერც დავმალავ. ლათინურს წააგავს ძალიან. თუმცა ძალიან ძნელია ტექსტის მიხედვით წარმოიდგინო მწერლის ხასიათი და ზოგჯერ არც არის საჭირო. მწერალი თვითონ შეიძლება არ ვარგოდეს, როგორც ადამიანი, მაგრამ არაჩვეულებრივად ყვებოდეს ამბავს. მე ქართველი ვარ. ქართველი მწერალი. ერთხელ, დიდი ხნის წინ, ერთმა ნაციონალისტმა დამითვალა: ერთი მერვედი აქვს მას ქართული სისხლისო. ჩემი მამა დედით იყო პოლონელი და მამით ქართველი. დედაჩემი უკრაინიდან
არის. ასე რომ, 75% პროცენტით ქართველი არ ვარ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ქართული კულტურა ჩამიჯდა დაბადებიდან. ჩემს თავს ქართველად ვთვლი.

პრუსტის კითხვარი:
1-მთავარი ფასეული თვისება: შემიძლია ვიყო ბუნენბრივი, ის რაც ვარ.
2-ჩემი ხასიათის მნიშვნელოვანი შტრიხი: ძალიან ძლიერი ვარ. ეს ხელს მიშლის, ვიყო ქალი.
3-მამაკაცის საუკეთესო თვისება: მამაკაცურობა. შეუძლებლობა იმისა, რომ ბოლომდე შეიგრძნო სხვა, არა ჩემნაირი. და თან იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს.
4-ქალის საუკეთესო თვისება: მხიარულება. ვერ ვიტან მოწყენილ ქალებს. მიბრძანდით სასაფლაოზე!
5-ჩემი მთავარი ნაკლი: ძალიან ნელა ვაზროვნებ. ყოველ სიტყვას ვწონი. ექსპრომტებში სუსუტი ვარ.
6-ჩემი დადებითი თვისება: შემიძლია ლოდინი.
7-რას აფასებთ მეგობრებში: მე ისინი მიყვარს და არა ვაფასებ მათ.
8-ჩემი საუკეთესო საქმიანობა: ვკერავ. აზრებს ნაკერებივით ვალაგებ და წინისაკენ!
9-ჩემი ბედნიერების ოცნება: არ ვიყო დამოკიდებული ფულზე.
10-ჩემი ყველაზე დიდი უბედურება იქნება: სიკვდილი.
11-სხვა ქალად რომ დაბადებულიყავით: არასოდეს მიფიქრია. ალბათ ვიქნებოდი სოფია ლორენი.
12-რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით: ევროპას ავირჩევდი. აქ მე მცივა, სხვა მხრივ კარგად ვარ.
13-საყვარელი ფერი: ყველა.
14- საყვარელი ყვავილი: ყაყაჩოები მთის ფერდობზე და იები პატარა ლარნაკში. ბავშვობას მაგონებს.
15-საყვარელი ფრინველი: სტვენია. პირველად კანადაში ვნახე. ძალიან ლამაზია.
16-ჩემი საყვარელი ავტორები: ტოლსტოი, ჩეხოვი, მარკესი, არუნდატი როი. მეშინია ნაცნობების დასახელება, რომ არავის ვაწყენინო. ისე, დღეს ბევრი წერს კარგად. განუმეორებელი სტილი – აუცილებელი ელემენტია, მაგრამ არა ერთადერთი.
17-ჩემი საყვარელო პოეტი: ბლოკი. თუმცა შესანიშნავი სტროფები ყველას აქვს.
18-ჩემი საყვარელი ფილმის გმირი: ჰოლდენ კოლფილდი (სელინჯერი) სიჭაბუკის პერიოდში ძალიან მომეხმარა.

XII_issue_51111_Page_088

19-საყვარელი ფილმის გმირი ქალი: მე ჩემი გმირები მყავს. იმედია ძალიან თავხედურად არ ჟღერს.
20-საყვარელი კომპოზიტორი: ვერსტოვსკი. და ყველა, ვისაც 20 წლის ასაკში ვუსმენდი.
21- საყვარელო მხატვარი: შაგალი, მაგრიტი. აი, სად არის ფრენის შეგრძნება.
22- ჩემი ცხოვრების გმირი: მამაჩემი.
23-ჩემი ცხოვრების გმირი ქალი: სვეტლანა ალექსიევიჩი. მასში თავმოყრილია მთელი ჩვენი ეპოქა, დარდი, ტკივილი. დედა ტერეზაა ლიტერატურაში.
24-ჩემი ისტოირული გმირები არიან: მამაცი ადამიანები მიყვარს. ლამაზები, გენიალურები, ნიჭიერები. მე შემხვედრიან გმირები ცხოვრებაში.
25-რას ვერ ვიტან ყველაზე მეტად: უძლურებას. აი, სიკვდილის წინაშე ჩვენ უძლურნი ვართ და ეს მკლავს.
26-საძულველი ისტორიული პერსონაჟი: ჰიტლერი, რა თქმა უნდა.
27-საძულველი ისტორიული მოვლენები: ომები და უდანაშაულოთა მკვლელობა. აი, სტალინის რეპრესიები
მაგალითად.
28-რეფორმა, რომელიც სწორად მიმაჩნია: საბჭოთა კავშირის დაშლა. აი, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა.
29-ბუნების ნიჭი, რომლითაც მიდა ვიყო დაჯილდოებული: ფრენა მინდა ვიცოდე.
30-როგორ სიკვდილით მინდა მოვკვდე: უცებ. არ მინდა, რომ ვიწვალო.
31-ჩემი დღევანდელი სულიერი მდგომარეობა: მე ახლა ვაჟიშვილი მყავს გარდამავალ ასაკში და ჩვენ ერთად დავდივართ: ხან ზევით, ხან ქვევით.
32-ნაკლი, რომელიც მაზიანებს: სიფიცხე.
33-ჩემი დევიზი: არაუშავს,მაინც გავიტანთ!