ART NEWS

XII_issue_571

თანამედროვე ხელოვნების ცნობილი ბრიტანული გალერეა “The Serpantine Gallerie”, დროებითი პავილიონის
ასაშენებლად, ლონდონში, ყოველწლიურად იწვევს წამყვან არქიტექტორებს, დიზაინერებსა და ხელოვანებს, რომლებსაც ბრიტანეთის ტერიტორიაზე არ დაუპროექტებიათ შენობა-ნაგებობა და არ გამოუფენიათ თავიანთი ნამუშევარები. აღნიშნულ პროგრამაში არაერთ ცნობილ არქიტექტორს, დიზაინერსა და ხელოვანს აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის: ოსკარ ნიმეირი, ალვარო სიზა, პეტერ ცუმტორი და სოუ ფუჯიმოტო. დროებითი პავილიონების მშენებლობა 2000 წლიდან იღებს სათავეს, წელს, რიგით 16 პავილიონს ცნობილი დანიელი არქიტექტორი ბიარკე ინგელსი დააპროექტებს. გარდა პავილიონისა აშენდება ოთხი საზაფხულო სახლი, რომელთა პროექტების ავტორები გახლავთ კუნლე ადეიემი, ბარკოუ ლეიბინგერი, იონა ფრიდმანი და აზიფ ხანი.

XII_issue_51111_Page_132

XII_issue_572

1 მარტს, პარიზში, მოდის კვირეული იხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი მოდის სახლების შემოდგომა ზამთრის კოლექციები, როგორებიცაა:“Maison Margiela”, “Vetements”, “Chalayan”, “Yohji Yamamoto”, “Vivienne Westwood”,”Commes des Garcons”, “Balenciaga”, “John Galliano” და სხვა.

XII_issue_573

მილანში, 14-დან 17 აპრილის ჩათვლით, ავეჯის ყოველწლიური გამოფენა – “Salone del Mobile 2016” გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი პროდუქტის დიზაინერებისა და კომპანიების უახლესი ნამუშევრები.

XII_issue_574

ვენეციაში, არქიტექტურის წლევანდელ ბიენალეში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი არქიტექტორები და არქიტექტურული ფირმები, როგორებიც არიან: რიჩარდ როჯერსი, ნორმან ფოსტერი, რენცო პიანო, ტადაო ანდო, პეტერ ცუმტორი, რემ კულჰაასი, ვანგ შუ, “Herzog & de Meouron”, “SANAA” და სხვა. ბიენალეს კურატორი წლევანდელი პრიცკერის არქიტექტურული პრემიის გამარჯვებული, ჩილელი არქიტექტორი, ალეხანდრო არავენაა. ბიენალე გაიხსნება 28 მაისს და გაგრძელდება 27 ნოემბრამდე.