Failure is Impossible

იყო არჩეული და გქონდეს არჩევის უფლება – ყველაზე ზუსტად ასახავს ქალთა ბრძოლის მიზანს პოლიტიკური უფლებებისთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან, ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მოპოვება მეოცე
საუკუნის ისტორიის კუთვნილებაა, თუმცა ამ მოვლენის შუქზე გამოჩნდა, რომ თავისუფლებისა და თანასწორობისთვის მხოლოდ პოლიტიკური უფლებები საკმარისი არ არის. ქალთა ემანსიპაციისთვის ბრძოლაში ეკონომიკური საკითხის წინ წამოწევა ააშკარავებს იმ მოცემულობას, რომელშიც ქალებისა და მამაკაცების თანასწორობა სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს.
დავიწყოთ თავიდან.
საჯარო სივრცეში მონაწილეობა ორივე სქესისთვის ოდითგანვე დაკავშირებული იყო სხვადასხვა ცენზთან, მათ შორის, ქონებრივ, საგანმანათლებლო თუ სოციალურ სტატუსებთან. ეს ბარიერები მამაკაცებისთვის უფრო ადრე გადაილახა, ქალებმა კი მოგვიანებით, მე-20 საუკუნეში შეძლეს ამ უფლების მოპოვება. მაშინ, როცა ქალთა პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ინდუსტრიული და სამრეწველო რევოლუციების აღმასვლამ საჯარო ურთიერთობების ახალი ეთიკა წარმოშვა და კიდევ
უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ქალები. თითქოს, პოლიტიკური უფლებების მოპოვებას თავისთავად უნდა მოეტანა სხვა სფეროებში ქალთა თანასწორობა და მათი პრაქტიკული განხორციელების საშუალებები, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსივობის ზრდამ შრომა
და ანაზღაურება ადამიანის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შეფასებისას მნიშვნელოვანი ინდიკატორი
გახადა. შესაბამისად, მე-20 საუკუნეში პოლიტიკურ უფლებებში გამოხატული ქალთა ემანსიპაცია 21-ე საუკუნეში ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და თანასწორობის საკითხით იცვლება.
ეკონომიკურ ურთიერთობათა ყველაზე გავრცელებული ფორმა – შრომა მკაცრად უკავშირდება განათლებას.
ამ აზრით, მნიშვნელოვანია მოსახლეობაში განათლების მიმღებთა გენდერული განაწილების მაჩვენებლები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2011-2013 წლებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებში ბიჭების რაოდენობა მცირედ, თუმცა მაინც აღემატება გოგონებისას, ხოლო მამაკაცების რაოდენობა უმაღლეს სასწავლებლებში მცირედ, თუმცა მაინც ჩამორჩება ქალების რაოდენობას.

მოსწავლეთა და სტუდენტთა რაოდენობა სასწავლო წლის დასაწყისისთვის ერთეული

XII_6_Page_045

იმ ფონზე, რომ უმაღლესი განათლების მიმღებთა შორის ქალები ჭარბობენ, საინტერესო იქნებოდა დასაქმებული ქალების სამუშაო პოზიციები და მათი ანაზღაურების ანალიზი, თუმცა, ეს მონაცემები არ მოიპოვება ამ ეტაპზე, რაც საფუძვლიანი დასკვნის გაკეთების საშუალებას ართულებს.
ხელმისაწვდომი მონაცემები არსებობს მაღალ პოზიციებზე დასაქმებულ საჯარო სტრუქტურებში. კერძოდ, მინისტრებისა და მათ მოადგილეთა გენდერულ განაწილებაში ნათლად ჩანს, რომ მინისტრების მხოლოდ 2%, ხოლო მათი მოადგილეების მხოლოდ 25% არის ქალი.

XII_6_Page_0461

არსებობს მოსაზრება, რომ დასაქმებული ქალებისა და მამაკაცებისთვის ანაზღაურების სხვადასხვა წესი მუშაობს. საქართველოს მაგალითზე რთულია მხოლოდ სახელფასო მონაცემით მსჯელობა, რადგან ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა რიცხვი არც თუ ისე კარგად ასახავს მთლიან სურათს, ხოლო ქვეყნის მთლიან მეურნეობაში აღურიცხავი ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი უცნობია. ეს უხილავი მონაცემები ბუნდოვან წარმოდგენას გვიქმნის იმ ხელფასებისა თუ საქართველოს სტატისტიკის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის 13 ძირითად საწარმოს ტიპში მამაკაცის საშუალო ხელფასი 1,5-2-ჯერ მეტია ქალის საშუალო ხელფასზე. ბიზნეს სექტორში არსებული საჯარო მონაცემების თანახმად, ქალის საშუალო თვიური ხელფასი 588.9 ლარია, კაცის კი – 940.0, ხოლო ერთადერთი სფერო, სადაც ქალის ხელფასი მნიშვნელოვნად მაღალია მამაკაცის საშუალო გამომუშავებული გასამრჯელოს შესახებ, რომელთა დაფიქსირება არ ხდება. ამიტომ, ნებისმიერი მსჯელობა გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ ძირითადად ფორმალურ დასაქმების სფეროს მიემართება და არა მთლიანად დასაქმებულ ადამიანებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 52.3 % ქალია, ხოლო 46.2 % – მამაკაცი.

XII_6_Page_046

 ხელფასზე, 2014 წლის მონაცემით, არის „თევზჭერა, მეთევზეობა“, სადაც დასაქმებულ ქალთა რაოდენობა 1 ადამიანია. ამ ზოგად მიდგომაში განირჩევა ქალებისა და მამაკაცების დემოგრაფიული მახასიათებელი (ეკონომიკური აქტივობა, განათლების დონე), რომელთა მიხედვით ქალებსა და მამაკაცებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ შეიმჩნევა. ეს მონაცემები ცხადად ახსნის ქალების ხელფასების სიმცირეს მამაკაცებთან შედარებით, თუმცა ამ სხვაობის ასახსნელად, მნიშვნელოვანია მასზე გავლენის მომხდენი კულტურული ნორმების გათვალისწინება. კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევის („საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში“; 2013) თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პროფესიის არჩევის, პირადი ცხოვრების დაგეგმვისა და მომავლის განსაზღვრის თვალსაზრისით, მამაკაცს უფრო თავისუფალ ადამიანად მიიჩნევს, ხოლო 57% -ის აზრით მამაკაცს უფრო დიდი შანსი აქვს დასაქმდეს მაღალ თანამდებობაზე, ვიდრე ქალს. გარდა ამისა, მამაკაცების 49% მამაკაცი უფროსის პირობებში უფრო თავს კომფორტულად გრძნობენ. იმ ფონზე, რომ რაოდენობრივი მონაცემები არასაკმარისია, განსაკუთრებით დასაქმების პოზიციების შესახებ, საფუძვლიანი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. ვარაუდით კი შესაძლებელია ითქვას, რომ მამაკაცის დაწინაურებული მდგომარეობა საზოგადოებაში მას დაბალანაზღაურებად სამუშაოზე დათანხმების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, მოლოდინი მამაკაცის მიმართ ხელმძღვანელ პოზიციაზე უფრო არის, ვიდრე დაბალ საფეხურებზე. ამას თან ერთვის კულტურული ფაქტორებით განპირობებული გენდერული სტერეოტიპები, რომელშიც მამაკაცი მუდმივად პრივილეგირებულად წარმოჩნდება, სქესის და მასთან დაკავშირებული გამოცდილების გამო, ხოლო ქალი, ამავე წარმოდგენის მიხედვით, სწორედ მამაკაცის ანტიპოდს წარმოადგენს. თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, რაც ქალებმა საქართველოში ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს, მათი საჯარო სივრცეში მონაწილეობის საკითხი კი ისევ მწვავედ დგას. პოლიტიკური უფლებები დიდწილად განაპირობებს ეკონომიკურ და კულტურულ ემანსიპაციას, თუმცა შესაძლოა ასე მარტივად სულაც არ იყოს. გარდა ამისა, კულტურული წარმოდგენების წინააღმდეგ სამართლებრივი ხასიათის სანქციები გადაულახავ
წინააღმდეგობას ქმნის.
ერთი შეხედვით, თითქოს, არასად არის პრობლემა. განურჩევლად სქესისა, ჩვენ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს, თუმცა რიგ ადგილებში „უცხოს“ შესვლა მაინც სასტიკად აკრძალულია.

XII_621