NEW WAVE

Tina_print_1

Tina_print_2

თინა სირაძე, 20 წლის, სტუდენტი,Fest i nova-ს კოორდინატორი.

1. როგორია თანამედროვე ქართული ხელოვნება დღეს და იგრძნობა თუ არა ფემინისტური და, ზოგადად, სოციალური მესიჯების ნაკლებობა?

თინა: თანამედროვე ქართული პოსტმოდერნისტული ხელოვნება ძალიან პატარაა, ალბათ, ის ჩემი ასაკის ან
შეიძლება ცოტა დიდია. საერთაშორისო სახელოვნებო რუკაზე გამოჩენას ჩვენ ახლა ვიწყებთ და, ბუნებრივია, ამ პროცესებს გარკვეული სირთულეები ახლავს თან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სირთულე არის ენა, რომელსაც ხშირად არტისტები არასწორად ირჩევენ. ზოგადად, ქართულ სახელოვნებო სივრცეში იგრძნობა სოციალური მესიჯებისნაკლებობა, არტისტები იშვიათად ინტერესდებიან ამ მიმარ- თულებით. თუმცა, მახსენდება ჯგუფი „ბულიონი“, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ცდილობს, წაშალოს ზღვარი პრივატულსა და საზოგადოებრივს შორის, ხელოვნება სოციალურად ჩართული გახადოს, გავიდეს საგამოფენო სივრცეებიდან
ქუჩაში; თამუნა ჭაბაშვილი, რომელიც გენდერულ თემაზე მუშაობს და მისი ნამუშევრები კვლევას ეფუძნება.
ბოლო დროს შეიმჩნევა სხვადასხვა სოციალური არტ პროექტის ინიციატივები, რაცსასიამოვნოა და, ჩემი აზრით, სერიოზულ რეფლექსიას მოითხოვს.

2. შენი ბავშვობის პერიოდიდან დღემდე, შეიცვალა თუ არა ქალების მიერ საჯარო/მედიასივრცეების დაკავების ინტენსივობა ?

თინა: ჩემი ბავშვობის პერიოდიდან დღემდე ბევრი რამე შეიცვალა. ჩემი აზრით, ეს ზუსტად ის წლებია, როცა
საზოგადოება მეტად ინფორმირებული გახდა. ქალები უფრო გააქტიურდნენ ჩემ გარშემო, უფრო ხშირად ჩნდებიან მედიაში და ხშირად ზუსტად ქალები არიან ახალი და საინტერესო პროექტების ინიციატორები, რომლებსაც სასარგებლო შედეგები მოყვება ხოლმე. ასევე, ბევრი ჯგუფი გაჩნდა, რომელიც ცდილობს, ანალიზი გაუკეთოს მოვლენებს, ესაუბროს ქალებს და სივრცეები შეუქმნას მათ, სადაც ისინი იმუშავებენ. თუმცა ჯერ კიდევ არასაკმარისად არიან ქალები ემანსიპირებული და ხშირად შეცდომა ზუსტად იქიდან იწყება, რომ ჩვენი სოციუმის მიხედვით განვსაზღვრავთ, რა ხდება ქვეყანაში. რეგიონებში ბევრი პრობლემაა გენდერული კუთხით და, ალბათ, მთავარი და პრიორიტეტულია, ქალებს ერთმანეთის მიმართ მეტი ემპათია გაუჩნდეთ.

3. რა დაბრკოლებას აწყდებიან ქალები სახელოვნებო სივრცეებში და გიგრძვნია/შეგიმჩნევია თუ არა გამყარებული ორმაგი სტანდარტების არსებობა ამ სივრცეში?

თინა: ყველაზე მტკივნეული, ალბათ, ის არის, რომ ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ არარსებობდნენ რაფაელისა ან მიქელანჯელოს დონის ქალი არტისტები, იპოსტება სტატიები „6 წარმატებული ქალი არტისტი“ და ქალისა და მამაკაცის შემოქმედების ძალიან რადიკალური დაყოფა ხდება. ხშირად ქალებს ოჯახები არ აძლევენ უფლებას, ჩვენს რეალობაში ხელოვნებით დაკავდნენ. საუკუნეების მანძილზე, ქალები მხოლოდ საყვარელი მამაკაცების მუზები იყვნენ. მე- 20 საუკუნეში ევროპასა და ამერიკაში გაჩნდა ფემინისტური არტის მიმართულება. მაშინ იქნება გულწრფელი გენდერული ბალანსი, როცა გაქრება ტერმინი „ქალი არტისტი“ ან „მამაკაცი არტისტი“, რადგან ვფიქრობ, რომ ხელოვანი ადამიანები არ უნდა იყოფოდნენ გენდერული ნიშნით. (ზოგადად, ადამიანები არ უნდა იყოფოდნენ გენდერული ნიშნით).

ფოტო: გიორგი დადიანი